პრემიერ ლიგის სტატისტიკა: კიდევ რამდენი რეკორდის დამყარება შეუძლია მანჩესტერ სიტის?
ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე 2017-18 წლების სეზონში მანჩესტერ სიტიმ არაერთი რეკორდი დაამყარა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რეკორდის შანსი მომდევნო ტურში ექნებათ, როდესაც თანაქალაქელებს დაუპირისპირდებიან. თუ ისინი შინ იუნაიტედის დამარცხებას მოახერხებენ, ჩემპიონობას (ისტორიაში ყველაზე ადრე) 7 აპრილს 6 ტურით ადრე გაინაღდებენ, რადგან სხვაობა მათსა და უახლოეს მდევარ მანჩესტერ იუნაიტედს შორის 19 ქულა იქნება.
ახლა კი, პრემიერ ლიგის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, წარმოგიდგენთ პრემიერ ლიგის არსებულ რეკორდებს, რომელთა გაუმჯობესებაც "ქალაქელებს" შეუძლიათ.
ინგლისის პრემიერ ლიგის რეკორდები
ტიტულის მოგება ყველაზე ადრე:
ეს რეკორდი ჯერჯერობით მანჩესტერ იუნაიტედს ეკუთვნის. "წითელმა ეშმაკებმა" 2000-01 წლების სეზონში ჩემპიონობა 14 აპრილს იზეიმეს. თუმცა, სიტის შეუძლია, 7 აპრილს შინ თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხოს და ჩემპიონიც ნაადრევად გახდეს.
ყველაზე მეტი ქულის მოგროვება:
პრემიერ ლიგის ერთ სეზონში ყველაზე მეტი, 95 ქულა ლონდონის ჩელსიმ 2004-05 სეზონში მოაგროვა. 2017-18 წლების სეზონის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე მანჩესტერ სიტის 84 ქულა აქვს და პოტენციურად 105 ქულის მოპოვებაც შეუძლია.
ყველაზე მეტი გამარჯვება:
რეკორდსმენი აქაც ლონდონის ჩელსია. "არისტოკრატებმა" პრემიერ ლიგის 2016-17 წლების სეზონში 30 მატჩი მოიგეს. მანჩესტერ სიტის კი წელს 27 შეხვედრა აქვს მოგებული და თეორიულად 34-ის მოგებაც შეუძლია.
ყველაზე მეტი მოგება საკუთარ მოედანზე:
აქ პირველ ადგილს სამი გუნდი იყოფს. პრემიერ ლიგის ერთ სეზონში საკუთარ მოედანზე 18 მოგება აქვთ 2005-06 სეზონის ჩელსის, 2010-11 სეზონის მანჩესტერ იუნაიტედს და 2011-12 სეზონის მანჩესტერ სიტის. მიმდინარე სეზონში ქალაქელებს შინ 14 მატჩი აქვთ მოგებული და შეუძლიათ რეკორდი ისევ გაიმეორონ.
ყველაზე მეტი მოგება სტუმრად:
2004-05 სეზონში ჩელსიმ სტუმრად 15 თამაშის მოგება შესძლო. ეს დღემდე საუკეთესო შედეგია, თუმცა თუ სიტი მიმდინარე სეზონში გასვლაზე დარჩენილი 3 მატჩის მოგებას შესძლებს, 16 მოგებით საუკეთესო მაჩვენებელი მისი გახდება.
ყველაზე მეტი გოლი:
ჩელსის აქაც ვერ ავცდით. 2009-10 წლების სეზონში კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი ჩელსის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი სწორედ ის იყო, რომ ბევრ გოლს იტანდა. მათ ამ სეზონში 103 გოლის გატანა შესძლეს და რეკორდსმენებიც არიან, თუმცა სიტის 31 ტურის შემდეგ 88 გოლი აქვს გატანილი და სავსებით რეალურია, რომ დარჩენილ 7 შეხვედრაში 15 ან მეტი გოლის გატანაც მოახერხოს.
ყველაზე დიდი პოზიტიური ბალანსი:
თუ ფიქრობთ, იმედია, ეს რეკორდი მაინც არ ეკუთვნის ჩელსისო, თქვენთვის ცუდი ამბავი გვაქვს. 2009-10 წლების სეზონში ჩელსის მიერ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობა 71-ს უდრიდა. პრემიერ ლიგის სეზონის დასრულებისას ამაზე უკეთესი ბალანსი აქამდე არავის ჰქონია. სიტის ახლანდელი ბალანსი 67-ია. თუ მანჩესტერ სიტი დარჩენილი 7 მატჩიდან ჯამში 5 ბურთით მეტს გაიტანს, ვიდრე გაუშვებს (რაც მათი ფორმიდან გამომდინარე, უფრო მეტად სავარაუდოა), რეკორდიც მისი გახდება.
ყველაზე მეტი გატანილი გოლი სტუმრად:
არა, ეს რეკორდი ჩელსის ნამდვილად არ ეკუთვნის. 2013-14 წლების სეზონში ლივერპულმა სტუმრად 48 გოლი გაიტანა. პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ სეზონში ამდენი გოლი გასვლაზე არავის გაუტანია. მანჩესტერ სიტის მიმდინარე სეზონში მეტოქის კედლებში 37 გოლი აქვს გატანილი და იმდენად, რამდენადაც სტუმრად მხოლოდ 3 შეხვედრა აქვს დარჩენილი, ამ რეკორდის გაუმჯობესების შანსი ისეთივე მაღალი არ არის, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი რეკორდების.
ყველაზე დიდი სხვაობა მეორეადგილოსანთან:
1999-00 სეზონში ჩემპიონმა მანჩესტერ იუნაიტედმა (91 ქულა) მეორეადგილოსან არსენალს (73 ქულა) მთელი 18 ქულით გაუსწრო. ეს ჯერჯერობით საუკეთესო შედეგია. დავუბრუნდეთ 2018 წელს. 31 ტურის შემდეგ მანჩესტერ სიტი უახლოეს მდევარ მანჩესტერ იუნაიტედს 16 ქულით უსწრებს. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს სხვაობა 19-მდეც გაიზარდოს.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
კომენტარები