YouTube-ის ოფისზე თავდასხმაში ბრალდებულის ვინაობა ცნობილია
ცნობილია იმ ქალის ვინაობა, რომელმაც Youtube-ის სათავო ოფისში ცეცხლი გახსნა და სამი ადამიანი დაჭრა. BBC-ის ცნობით, ის 39 წლის ნასიმ აღდამია. პოლიციელები თავდასხმის მოტივს ამ დრომდე იძიებენ.
პოლიციის განცხადებით, ქალი, რომელიც სან-ბრუნოში, იუთუბის სათავო ოფისში შეიჭრა, საკუთარი თავისთვის მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.
ნასიმ აღდამი კალიფორნიის შტატში სან-დიეგოში ცხოვრობდა. ამერიკული მედიის ცნობით, მას ჰქონდა არხი და ვებსაიტი, სადაც სხვადასხვა სახის ვიდეოებს ტვირთავდა, მათ შორის იყო ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის თემა.
ის ვეგეტარიანელი ბოდიბილდერი, ხელოვანი და რეპერი იყო. მის არხს, რომელიც ახლა წაშლილია, დაახლოებით 5 000 გამომწერი ჰყავდა.
2017 წლის იანვარში მან ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ Youtube მის ვიდეოებს შლიდა.
"ზრდის პერსპექტივა Youtube-ზე და სხვა ვიდეოსაიტებზე შეუძლებელია, თუ მათ ეს არ უნდათ", - წერდა ის.
აღდამის მამის, ისმაილის თქმით, ის გაბრაზებული იყო, რადგან Youtube ვიდეოებში ფულს აღარ იხდიდა.
მამა ამბობს, რომ აღდამის კომპანიაში მისვლის მიზანი, შესაძლებელია, კომპანიის მიმართ მისი სიძულვილი ყოფილიყო.
Youtube-მა თავდასხმის შემდეგ, ნასიმ აღდამის არხი წაშალა.
CNN სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდო თავდამსხმელი დაჭრილებიდან ერთ-ერთს იცნობდა. 3 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შენობაში სროლის შესახებ, თავდაპირველად, იუთუბის თანამშრომლებმა ტვიტერზე დაწერეს. პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, ცეცხლი გახსნა და იყო ორმხრივი სროლა. შენობა ამ დროისთვის სრულად ევაკუირებულია.
სროლას ტვიტერზე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი:
"ცოტა ხნის წინ მაცნობეს YouTube-ის სათავო ოფისში მომხდარი შემთხვევის შესახებ. თანაგრძნობას ვუცხადებთ ყველას, ვინც ინციდენტს შეესწრო. მადლობა ჩვენს ფენომენალურ სამართალდამცავებს და მათ, ვინც ადგილზე პირველები მივიდნენ".
Youtube-ის სათავო ოფისი სან-ფრანცისკოდან 16 კილომეტრითაა დაშორებული. კომპანიას რამდენიმე ასული თანამშრომელი ჰყავს, ასე რომ, დაუდგენელია, მათგან რამდენი მუშაობს სათავო ოფისში
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები