ამერიკელი მოსამართლე, ელისონ დანქენი, "ლიგამუსში" საჯარო ლექციას გამართავს
5 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ "ლიგამუსში" ამერიკელი მოსამართლე, ელისონ დანქენი, საჯარო ლექციას გამართავს. ლექციის თემა "მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესები და პოლიტიკა: 21-ე საუკუნის ტექნოლოგიების გამოწვევა" იქნება.
საჯარო ლექცია აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLoG) ფარგლებში ჩატარდება, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.
საჯარო ლექციის სამუშაო ენა ინგლისური იქნება, თუმცა უზრუნველყოფილი იქნება თარგმანიც. ლექციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
ელისონ დანქენის ბიოგრაფია
მოსამართლე ელისონ დანქენი მეოთხე ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, 2003 წლის 15 აგვისტოს, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის წარდგინებით დაინიშნა. მან სწრაფად მოიპოვა აშშ-ში ორივე პარტიის მხარდაჭერა და მოსამართლედ წარდგენიდან მალევე სენატმა მისი კანდიდატურა აშშ-ის ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დაამტკიცა.
სენატორმა ჯონ ედვარდმა მის შესახებ აღნიშნა: „იგი საოცარი ინტელექტისა და შესაძლებლობები ქალია, რომელიც პატივს სცემს კანონს, იბრძვის სამართლიანობისთვის და არასდროს იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“.
მოსამართლე დანქენი პირველი აფროამერიკელი ქალია, რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას სააპელაციო სასამართლოში მოსამართლედ დაინიშნა და რომელიც ჩრდილოეთ კაროლინას ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამჟამად იგი მეოთხე ფედერალური საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე პირველი აფროამერიკელი ქალია.
მოსამართლე დანქენი აქტიურად არის ჩართული მართლმსაჯულების სექტორის გაძლიერებასა და, ზოგადად, საზოგადოებრივ საქმიანობაში. იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის, ჯონ რობერტსის გადაწყვეტილებით, იგი თავმჯდომარეობს აშშ-ის მოსამართლეთა კონფერენციის მართლმსაჯულების სექტორის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტს, რომელიც კოორდინირებას უწევს ფედერალური სასამართლოების ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოს სასამართლოებსა და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მართლმსაჯულების სექტორში მუშაობენ.
იგი არის ფედერალური მოსამართლეების ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი და წევრი. დუკის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის სტატუსით ამჟამად თავმჯდომარეობს ამ უნივერსიტეტის აკადემიურ კომიტეტს. არის კაროლინას შტატის საბალეტო აკადემიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
კომენტარები