ომბუდსმენი: კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები ისევ ირღვევა
2014 წელთან შედარებით, 2015 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებების რიცხვი გაზრდილია.
"აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლებისა და გადაადგილების უფლებების დარღვევა გრძელდება" - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს, 6 მაისს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განაცხადა.
ომბუდსმენის თქმით, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებს რეგულარული ხასიათი აქვს:
"ოფიციალური ინფორმაციით, 2015 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამყოფ საოკუპაციო ხაზზე 163 ადამიანი დააკავეს, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 142 იყო. 2015 წელს აფხაზეთის მიმართულებით, დაკავების 341 შემთხვევა გამოვლინდა, ეს მონაცემები 2014 წელს 380-ს შეადგენდა".
ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის საოკუპაციო გამყოფ ხაზთან დაკავებების მაჩვენებელი ამ სტატისტიკურ მონაცემებზე მაღალია გალის მოსახლეობის ხარჯზე, თუმცა მათ აღრიცხვას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ახერხებს:
"აფხაზური და რუსული წყაროების მიხედვით, ეს პრობლემა [საოკუპაციო ხაზზე დაკავებები] გალელი მოსახლეობიდან 2,400 კაცს შეეხო".
ნანუაშვილის განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე სამხედრო წვრთნები გამყოფი ხაზის სოფლის მკვიდრთათვის უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად შემოსავლის წყაროს მოძიებაც რჩება:
"მავთულხლართების გავლებისა და სარწყავი წყლის გადაკეტვის გამო მოსახლეობა ვეღარ მისდევს მისთვის ტრადიციულ სასოფლო სამეურნეო საქმიანობას".
ომბუდსმენის აპარატი აქტიურად აკვირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის უფლებებს. მისივე თქმით, დაფიქსირდა ჩვილი ბავშვების, მშობლების, სკოლის მოსწავლეების, პაციენტებისა და ხანდაზმულების უკანონო დაკავების ფაქტებიც.
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
კომენტარები