14 არასამთავრობო დიღმის მასივში მომხდარ ფაქტზე სახელმწიფო უწყებებს რეკომენდაციებით მიმართავს
სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას! და კოალიცია თანასწორობისათვის შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან.
14 არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია.
"განსაკუთრებით საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სტუდენტებს მომხდარის დავიწყება ურჩიეს და სამართლებრივი რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენიათ", - ნათქვამია არასამთავრობოების ერთობლივ განცადებაში.
მათი პოზიციით, პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი გულგრილობა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს და პროკურატურის შესწავლის საგანი უნდა გახდეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ აზიისა და აფრიკის ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან ჩატარებულ ინტერვიუებში, ისინი ხშირად ჩივიან, სამართალდამცავების მხრიდან გამოვლენილ გულგრილობასა და არაეფექტიან რეაგირებაზე.
არასამთავრობოების პოზიციით, გამოძიების მიერ არ არის გამოკვეთილი რასის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი, რომელსაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი უსვამს ხაზს და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან საქართველოში მყოფი ადამიანები ხშირად ხდებიან ქსენოფობიისა და რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლები, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო სივრცეში, საბანკო და სხვა კომერციულ დაწესებულებში მომსახურების მიღების დროს.
"მსგავსი დისკრიმინაციული სოციალური პრაქტიკების აღმოფხვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების სისტემაში მკაცრი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესს და სოციალურ გარემოს დაცლის ეთნოცენტრისტული, რასისტული, ქსენოფობიური შინაარსისგან და მრავალფეროვნებისა და თანასწორობის კულტურას წაახალისებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ასევე მნიშვნელოვანია, უმაღლესი განათლების დაწესებულებებმა გაატარონ ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა მათ სისტემებში.
სამოქალაქო პლატფორმა "არა-ფობიას!" და კოალიცია თანასწორობისათვის მოუწოდებს:
შინაგან საქმეთა სამინისტროს:
1. მიიღოს ადეკვატური და დროული ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;
2. სათანადოდ შეისწავლოს პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი და უზრუნველყოს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისთვის მსგავსი ინციდენტების დროს მოქმედების სწორი ინსტრუქციის მიცემა;
3. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და მსხვერპლების დაცვისთვის დროულად გაატაროს ყოვლისმომცველი პოლიტიკა, რომელიც პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასთან ერთად, მსგავსი დანაშაულების სისტემური მიზეზების ანალიზს და კომპლექსური პრევენციული სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.
საქართველოს პროკურატურას:
1. შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე.
საქართველოს მთავრობას:
1. უზრუნველყოს საჯარო სამსახურში, ასევე განათლების სისტემაში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც მათ შორის, მოიცავს კომპლექსურ საგანმანათლებლო მუშაობას რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ეთნოცენტრიზმის აღმოსაფხვრელად;
2. შეისწავლოს ის სისტემური მიზეზები, რომელიც დისკრიმინაციულ დანაშაულებსა და დამოკიდებულებებს განაპირობებს საზოგადოებაში და კომპლექსური მიდგომებით უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები