სამართლებრივი მექანიზმი არ უნდა ჩანაცვლდეს - NGO-ები ამხანაგური მატჩის იდეას აფასებენ
თბილისის მერი, კახა კალაძე თბილისში, დიღმის მასივში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს, შავკანიანებსა და ადგილობრივებს შორის, ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით გამოდის. კახა კალაძემ მატჩის ორგანიზება ფეხბურთის ფედერაციას სთხოვა. უცნობია დაზარალებული სტუდენტების პოზიცია. თუმცა, როგორც მათმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ On.ge-ს უთხრა, სტუდენტებისთვის თბილისის მერის ინიციატივა არასერიოზულია.
ამხანაგური მატჩის იდეას განსხვავებულად აფასებენ არასამთავრობო სექტორში, თუმცა ერთ საკითხზე თანხმდებიან - მატჩის ინიციატივამ საქმის ობიექტური გამოძიება არ უნდა გადაფაროს. On.ge რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციას გთავაზობთ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ On.ge-ს უთხრა, რომ აქტივობებში, რომელიც ძალადობას არ წაახალისებს, ცუდი არაფერია. თუმცა ამხანაგური მატჩის ინიციატივა დღის წესრიგიდან გამოძიების საკითხს არ ხსნის.
"შესაძლებელია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით შემოიფარგლებოდეს, მაგრამ მთავარი ამოსავალია, წარიმართება თუ არა გამოძიება სწრაფად და დაფუძვლიანად, შესაბამისი კვალიფიკაციითა და მუხლებით", - ამბობს სულხან სალაძე.
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
არასამთავრობო ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი ფიქრობს, რომ ამხანაგური მატჩის ინიციატივა სამართლებრივ მექანიზმებს ვერ ჩაანაცვლებს.
"როცა გამოძიება დაწყებულია და პროცესში სამართლებრივი მექანიზმებია ჩართული, მნიშვნელოვანია, გამოძიების დასრულებას დაველოდოთ", - ამბობს ანა არგანაშვილი.
მისი თქმით, სახელმწიფომ ქვეყანაში ტოლერანტული განწყობების გაძლიერებაზე და ადამიანის უფლებების მხარდაჭერაზე ზრუნვა იმაზე ადრე უნდა დაიწყოს, ვიდრე რაიმე ინციდენტი მოხდება.
"კალაძის ინიციატივა, ზოგადად, ტოლერანტობის კონტროლის გაზრდას ეხება, თუმცა ეს ინციდენტზე რეაგირება ვერ იქნება", - ამბობს ის.
მისი განმარტებით, მსგავს ინიციატივებს სწორი დაგეგმვა და შესაბამისი კომპეტენციის პირებთან კონსულტაცია ესაჭიროება.
"კითხვები მიჩნდება, როცა ინიციატორი ერთი ტიპის ჯგუფის მეორე ჯგუფთან თამაშს ირჩევს. მას რომ ეთქვა - ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვითამაშოთ და არა ერთი ჯგუფი მეორეს დაუპირისპირდეს, მაშინ ყველაფერი გასაგები იქნებოდა", - ამბობს ანა არღანაშვილი.
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, თამთა მიქელაძე ფიქრობს, რომ კახა კალაძის ინიციატივა არასერიოზულია.
"რასიზმი სერიოზული პრობლემაა, რომელსაც სახელმწიფომ სისტემური მიდგომით უნდა უპასუხოს. მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების როლი, რომლებმაც საქმე უნდა გამოიძიონ, მათ შორის საჭიროა, რასისტული მოტივის იდენტიფიცირება და კონკრეტულ პირებზე სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრება", - უთხრა On.ge-ს თამთა მიქელაძემ.
იურისტს მიაჩნია, რომ რასიზმისა და ქსენოფობიის მიზეზები სახელმწიფომ განათლების სისტემაში უნდა ეძებოს.
"თბილისის მერი ამ საკითხს არასერიოზულად მიუდგა. ეს არის პრობლემის გადაფარვისა და მისი სერიოზულობის შერბილების მცდელობა, რაც პოლიტიკოსის მხრიდან არასწორია", - განაცხადა თამთა მიქელაძემ.
თბილისში, დიღმის მასივში შავკანიანებს სცემეს. შემთხვევა 8 აპრილს, საღამოს მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ძალადობის მუხლით იძიებს.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები