"შეიარაღებული რბოლა" რუსეთთან და Cambridge Analytica - ცუკერბერგი სენატში დაკითხეს
ფეისბუქის დამფუძნებელი და ხელმძღანელი მარკ ცუკერბერგი აშშ-ის სენატის იურიდიული და ვაჭრობის კომიტეტების გაერთიანებულ სხომაზე პირველად დაკითხეს.
თითქმის ხუთსაათიანი საუბარი ძირითადად Cambridge Analytica-ს სკანდალს შეეხებოდა. ასევე, სენატორებმა კითხვები დასვეს საგარეო პოლიტიკური კამპანიების მიმართ სოციალური ქსელის დაცულობასა და აშშ-ის არჩევნებში ჩარევაზე.
როგორც მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ის მზადაა სენატთან და საგამოძიებო ორგანოებთან ითანამშრომლოს.
"შეიარაღებული რბოლა" რუსეთთან
ფეისბუქის თანამშრომლები "შეიარაღებულ რბოლას" აწარმოებენ რუსეთის მიერ დასპონსორებული ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენისთვის სოციალური ქსელის ექსლუატაციას ცდილობენ. ამის შესახებ ცუკერბერგმა 10 აპრილს 44 სენატორის წინაშე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლოს, რაც ფეისბუქმა გააკეთა იყო ხელოვნური ინტელექტის დანერგვა, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს ყალბი ანგარიშები, რომლებიც პოლიტიკური განწყობებზე გავლენის მცდელობაში არიან შემჩნეულნი.
"ასე რომ, ეს შეიარაღების რბოლაა. ისინი უკეთ მუშაობას ისწავლიან, იგივე უნდა გავაკეთოთ ჩვენც", - განაცხადა ცუკერბერგმა.
მისი თქმით, წლის ბოლოსთვის კომპანია უსაფრთოების განყოფილებაში დამატებით 20 ათას თანამშრომელს აიყვანს.
სპეცპროკურორ მიულერთან თანამშრომლობაზე
ფეისბუქის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ კომპანია თანამშრომლობს სპეციალურ პროკურორთან, რობერტ მიულერთან, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებს.
ცუკერბერგის თქმით, სპეცპროკურორთან და მის გუნდთან პირადად მას საუბარი არ ჰქონია, თუმცა კომპანიის სხვა თანამშრომლები უკვე დაკითხეს.
თავისი თანამშრომლების დაკითხვის დეტალებზე მას არ უსაუბრია. ცუკერბერის განმარტებით, კომპანიის თანამშრომლობა სპეცპროკურორთან კონფიდენციალურია და ღია სხდომაზე არ სურს ისეთი რამის თქმა, რაც კონფიდენციალურ ინფორმაციას წარმოადგენს.
არჩევნებში ჩარევაზე
დემოკრატმა სენატორმა, დაიან ფაინშტაინმა, ცუკერბერგს ბევრი კითხვა სოციალური ქსელების გამოყენებით აშშ-ის არჩევნებში ჩარევის თავიდან აცილებაზე დაუსვა. კომპანიის ხელმძღვანელმა აღიარა, რომ ე.წ. ტროლების ფაბრიკის მხრიდან წამოსული საფრთხე საკმაოდ გვიან აღმოაჩინეს.
"ჩვენ ველოდით, რომ ისინი გამოიყენებდნენ ჰაკერული თავდასხმების უფრო ტრადიციულ მეთოდებს, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინეთ და რომელთა შესახებაც კომპანიები გავართხილეთ. მაგრამ გვიან აღმოვაჩინეთ ახალი საინფორმაციო ოპერაციები", - განაცხადა ცუკერბერგმა.
მან დაამატა, რომ არჩევნების პერიოდში არამხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში ყალბი ანგარიშების აღმოსაჩენად ახალ ინსტრუმენტებს აამოქმედებენ.
Cambridge Analytica-ს სკანდალზე
ფეისბუქის მონაცემების გაჟონვაზე ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ეს მისი ბრალი იყო და ამისთვის ბოდიში მოიხადა:
"დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ ცვლილებები შევიტანოთ, რათა ყველაფერმა სწორად იმუშაოს".
მისი თქმით, კომპანია ათი ათასობით აპლიკაციას შეამოწმებს, რათა დაადგინოს, ხომ არ მიიღეს მათ მომხმარებლების პირადი მონაცემები იგივე გზით, როგორც Cambridge Analytica-მ.
ცუკერბერგმა ვერ უპასუხა კითხვაზე, ეკონტაქტებოდნენ თუ არა ფეისბუქის თანამშრომლები Cambridge Analytica-ს წარმომადგენლებს:
"ჩვენ მოვითხოვეთ, რომ როგორც აპლიკაციის შემქმნელებს, ისე Cambridge Analytica-ს წაეშალათ და შეეწყვიტათ პირადი მონაცემების. მათ გვითხრეს, რომ ასეც მოიქცნენ. უკან რომ ვიხედები, მათთვის დაჯერება შეცდომა იყო".
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები