"რუსული იარაღი" - არასამთავრობოები НТВ-плюс-ის საქართველოში შემოსვლას აფასებენ
უმსხვილესი რუსული მედიაჰოლდინგი, რუსული სახელმწიფო კომპანია, გაზპრომ-მედია საქართველოს სატელევიზიო ბაზარზე შემოდის. არასამთავრობო ორგანიზაციებში НТВ-плюс-ის საქართველოში შემოსვლას, გაძლიერებული ანტიდასავლური ნარატივის ფონზე, უარყოფითად აფასებენ და გამოსავალ სხვადასხვა გზებში ხედავენ.
On.ge გთავაზობთ იმ არასამთავრობების პოზიციას, რომლებიც ანტიდასავლური პროპაგანდისა და მედიის საკითხებზე მუშაობენ.
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბათუ ქუთელია ფიქრობს, რომ რუსული მედიის ბაზარზე შემოსვლა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას აზარალებს.
"რუსული მედია ჩვეულებრივი მედია არ არის, რომელიც დემოკრატიულ სამყაროში წარმოგვიდგენია. რუსული მედია ჰიბრიდული ომის საკმაოდ გავლენიანი და ძლიერი იარაღია. ასეთი ტიპის რუსული იარაღისთვის ფართო კარის გაღება, როდესაც საქართველო, ფაქტობრივად, რუსეთთან ომის პირობებში იმყოფება, ქვეყნის ეროვნული უსაფრთოებისთვის დამაზიანებელია", - უთხრა ბათუ ქუთელიამ On.ge-ს.
მისი თქმით, სახელმწიფომ შესაბამისი პოლიტიკური ზომები უნდა მიიღოს, რათა არ მოხდეს "რუსული იარაღის" საქართველოში თავისუფლად ოპერირება.
ქუთელიას მიაჩნია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი საქართველოში რუსული არხების აკრძალვაა.
"აქართველოში რუსული მედიის ამოცანა ეროვნული კონსენსუსის დისკრედიტაცია და ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანზე გავლენის მოხდენაა. მედიის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ გაზპრომი და მისი შვილობილი კომპანიები მედია არ არის", - განმარტავს ბათუ ქუთელია.
მედიის განვითარების ფონდი
ბათუ ქუთელიასგან განსხვავებული მოსაზრება აქვს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს თამარ კინწურაშვილს.
მისი თქმით, რუსულ მაუწყებლებზე სახიფათო ის ქართული არხებია, რომლებიც რუსულ ნარატივს ქართულ ენაზე ავრცელებენ.
"მაყურებელს უჭირს გაარჩიოს, ვინ დგას ასეთი ქართული არხების უკან. მარეგულირებელმა მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს, თუ რა ფორმით შემოდის НТВ-плюс", - უთხრა On.ge-ს თამარ კინწურაშვილმა.
კითხვას, უნდა აიკრძალოს თუ არა რუსული არხები საქართველოში, თამარ კინწურაშვილი პასუხობს, რომ რუსული და პრორუსული ქართული არხების აკრძალვა გამოსავალი არ არის.
"მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო, თუ უმცირესობით დასახლებულ ადგილებს არ ჩავთვლით, ქართული მედიაა. ასეთი ქართული მედიაც კი არ უნდა აიკრძალოს. შეიძლება, ხელისუფლებამ კრიტიკული არხების ჩახშობის ეს ბერკეტად გამოიყენოს. რუსული არხების აკრძალვით, შესაძლებელია, ამ არხების მიმართ ინტერესი გავააქტიუროთ", - ამბობს თამარ კინწურაშვილი.
მისი განმარტებით, სახელმწიფოს უნდა გააჩდეს სტრატეგიული გეგმა და მსგავს შემთხვევებზე დროულად და ადეკვატურად უნდა რეაგირებდეს.
"მარეგულირებელს რომ ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი, ეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ამ არხების არსებობა. კრემლს აქვს თავისი ინტერესი და ამ პოლიტიკას ახორციელებს. ჩვენ რას ვუპირისპირებთ ამ პოლიტიკას? - ეს არის საინტერესო", - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარე ნათია კუპრაშვილი, თამარ კინწურაშვილის მსგავსად ფიქრობს, რომ რუსული არხების აკრძალვა გამოსავალი არ არის და სახელმწიფომ საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია უნდა შეიმუშავოს.
"გასულ წელს უცხოურმა მაუწყებლებმა ქართულ არხებს 20 პროცენტამდე აუდიტორია წაართვა. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია არ აქვს და ყველა ნაბიჯი რეაქციულია", - უთხრა On.ge-ს ნათია კუპრაშვილმა.
მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად არხების აკრძალვა არასაკმარისი ზომაა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია.
"სხვა ტიპის მექანიზმებია ასამუშავებელი. ძალიან ცუდი მდგომარეობაა, იკარგება აუდიტორია. ხდება მოსახლეობის საინფორმაციო დაყოფა და სერიოზული საფრთხის წინაშე ვართ. ქაღალდზე რაღაცის აკრძალვა სირაქლემას პოზაა", - განმარტავს ნათია კუპრაშვილი.
ის ამბობს, რომ სახელმწიფოს არაერთხელ მოუწოდეს შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგიაზე იმუშავებს, თუმცა უშედეგოდ.
ამავე თემაზე:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები