უკვე ცნობილია, ვინ იბრძოლებს კანის ფესტივალის მთავარი პრიზისთვის
რამდენიმე წუთის წინ კანის კინოფესტივალის პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ის ფილმები დაასახელეს, რომელთა ნახვასაც კანში ჩასულ სტუმრებს ფესტივალის განმავლობაში შეეძლებათ.
მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს 17 ფილმი შეეცილება, მათ შორის არის ჟან-ლუკ გოდარის ახალი ფილმი Le livre d'image. კინოფესტივალის კონკურში მოხვდა საქართველოს, საფრანგეთისა და ბელგიის კოპროდუქცია "მზის გოგოებიც".
წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდნენ და ოქროს პალმის რტოს მისაღებად იბრძოლებენ:
- At War, სტეფან ბრიზე
- Dogman, მატეო ჯარონე
- The Picture Book, ჟან-ლიკ გოდარი
- Asako I & II, რიუშოკე ჰამაგუში
- Sorry Angel, კრისტოფ ჰონოზი
- Girls of the Sun, ევა ჰასონი
- Ash Is Purest White, ჯი ჟანგ-კე
- Shoplifters, ხიროკაძუ კორეედა
- Capernaum, ნადინ ლაბაკი
- Burning, ლი ჩანგ-დონგი
- BlacKkKlasman, სპაიკ ლი
- Under the Silver Lake, დეივიდ რობერტ მიტჩელი
- Three Faces, ჯაფარ პანაჰი
- Cold War, პაველ პავლიკოვსკი
- Lazzaro Felice, ელის როუოჩერი
- Yomeddine, ეი ბი შოუკი
- Summer, კირილ სერებრენიკოვი
კანის 71-ე კინოფესტივალის პოსტერიზე ჟან-ლუკ გოდარის ფილმის, Pierrot le Fou, კადრია გამოსახული რომელზეც ჟან პოლ ბელმონდოსა და ანა კარინა ერთმანეთს კოცნიან.
კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე წელს მსახიობი ქეით ბლანშეტი იქნება.
ცნობილია ისიც, რომ კინოფესტივალ ორი ოსკარის მფლობელი რეჟისორის, ასგარ ფარჰადის ფილმი, Everybody Knows, გახსნის.
კინოსურათში მთავარ როლებს პენელოპე კრუზი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ, სიუჟეტი კი ცოლ-ქმრის ისტორიას მოგვითხრობს.
გარდა ამისა, საკონკურსო პროგრამის მიღმა შედგება Star Wars-ის ახალი ფილმის პრემიერაც.
კანის კინოფესტივალს აქვს კიდევ ერთი სექცია - "განსაკუთრებული ხედვა", რომელშიც სულ ოცი ფილმი იღებს მონაწილეობას, რომლებიც ორიგინალური და განსხვავებული სტილით გადმოსცემენ ისტორიას.
წელს ამ სექციას პუერტო რიკოელი მსახიობი ბენისიო დელ ტორო უხელმძღვანელებს. მონაწილე ფილმების სია კი ასე გამოიყურება:
- Border, ალი აბასი
- Sofia, მეიემ ბემბარეკი
- Little Tickles, ანდრეა ბისკონდი და ერიკ მეტეიერი
- Long Day’s Journey Into Night, ბი განი
- Manto, ნანდიტა დასი
- Sextape, ანტოინ დესპოსირესი
- Girl, ლუკას დოტი
- Angel Face, ვანესა ფილიუ
- Euphoria, ვალერია ჯოლინო
- Friend, უანუარ კაჰინი
- My Favorite Fabric, გაია ჯიჯი
- The Harvesters, ეტინ კალოსი
- In My Room, უილრიხ კოლერი
- The Angel, ლუის ორტეგა
- The Gentle Indifference of the World, ადილკაჰ იერჟანოვი
კინოფესტივალი 8 მაისს დაიწყება.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები