ირაკლი კობახიძე

12 Apr. 2018, 14:20

Freedom House-ის ანგარიშის ავტორები ეყრდნობიან იმ ქართველ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კომპეტენციის ნაკლებობითა და ტენდენციური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. არსებობს ფსევდოლიბერალური ძალები, რომლებიც თანაბრად ებრძვიან საქართველოსა და აშშ-ს მოქმედ ხელისუფლებებს. ამის საუკეთესო ილუსტრაციაა NDI-ის ოფისის ხელმძღვანელობა, რომლისთვისაც საქართველოში საკუთარი ხელისუფლების შეურაცხყოფა ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ მოქმედებას არანაირი კავშირი არ აქვს ლიბერალიზმთან. ჩვენი ხელისუფლება საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე ლიბერალურია. ჩვენთვის მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი და ის ძალები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას, ტრადიციებს და ქართულ ეკლესიებს და უპირისპირდებიან შესაბამის ღირებულებებს აშშ-ში.

განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტია ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ Freedom House-ის ანგარიშის შეფასებისას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ბესარიონ მეტონიძე — მუცლის კედლის თიაქრები
  3. მთავრობის პროპაგანდისტი: ჩემი ადგილი ევროპაშია, მაგრამ ევროპა ჩემთვის ევროკავშირი არ არის
  4. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  5. იმედი: ქართული ოცნების მიერ დაანონსებულ კონტრაქციას, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

თიბისის მხარდაჭერით, მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება

თიბისის მხარდაჭერით, საბურთალოზე მულტიფუნქციური კომპლექსი სიმეტრია ჯიქია შენდება. კომპლექსი 3 მიმართულებას აერთიანებს:…