კოსმოსის ევროპული სააგენტოს ბიზნეს ინკუბატორში მომუშავე სტარტაპი Lilium Aviation ვერტიკალური აფრენისა და დაჯდომის რეჟიმის მქონე პერსონალური გამოყენების თვითმფრინავების წარმოებას აპირებს.

კომპანია ელექტრო ენერგიაზე მომუშავე 2 მგზავრიანი თვითმფრინავების წარმოებას 2018 წლიდან აპირებს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის დანიელ ვიეგანდის თქმით, მათი მიზანი მარტივი და ყოველდღიური მოხმარების თვითმფრინავების წარმოებაა:

"ჩვენი თვითმფრინავები ვერტიკალურად აფრინდებიან და დაჯდებიან, შესაბამისად, მათი მოხმარებისთვის აეროპორტის მსგავსი ძვირიანი ინფრასტრუქტურა საჭირო არ იქნება."

ფოტო: ESA

Lilium-ის თვითმფრინავს ასაფრენად და დასაჯდომად მხოლოდ 15 მ. x 15 მ. ფართობი ესაჭიროება და შვეულმფრენისგან განსხვავებით სრულიად უხმაუროა.

ტრანსპორტს 400 კმ.სთ. სიჩქარის განვითარება შეეძლება, ფრენის მაქსიმალური სიმაღლე კარგი ამინდის დროს 3 კმ. იქნება.

ფოტო: ESA

აფრენისა და დაჯდომის პროცესი მთლიანად კომპიუტერიზებულია და მის სამართავად პილოტს მინიმალური დონის ლიცენზია დასჭირდება.