My Best Friend's Wedding-ის რიმეიქი 2019 წელს გამოვა

ზუსტად ოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პი ჯეი ჰოგანის საკულტო რომანტიკული კომედია My Best Friend's Wedding ეკრანზე გამოვიდა და წლის ერთ-ერთ ჰიტად იქცა.
კინოსურათმა გაქირავებაში $300 მილიონამდე მოაგროვა, ოქროს გლობუსის სამი და ოსკარის ერთი ნომინაციაც დაიმსახურა.
ფილმში მთავარ როლებს ჯულია როებრტსი, კამერონ დიაზი, დერმოტ მალრუნი და რუპერტ ევერეტი ასრულებენ.
ფილმის გამოსვლიდან 20 წლის შემდეგ Sony-მ გადაწყვიტა ჰიტად ქცეული კინოსურათის ესპანურენოვანი ვერსია გადაიღოს.
ფილმს მექსიკაში, გვადალახარაში გადაიღებენ, ჯულია რობერტსის პერსონაჟს კი ახალ ვერსიაში ანა სერადილია განასახიერებს.

"ჯულია რობერტსი ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია, მისი ფილმები აქ ჰიტია და გადავწყვიტეთ ფილმის რიმეიქი გადაგვეღო", - ამბობს რეჟისორი სელსო გარსია.
ფილმი ეკრანზე 2019 წელს გამოვა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები