ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 2 პირი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია ყოფილი ტელეწამყვანი ლევან როსტომაშვილი და მსახიობი ლაშა კურტანიძე. On.ge-სთან საუბარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირის დაკავების ფაქტი დაადასტურა, თუმცა განაცხადა, რომ პერსონალური ინფორმაციის დაცვი მიზნით, მათ ვინაობას ვერ გაამჟღავნებდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.