ტერეზა მეი: ქიმიური იარაღის გამოყენებაზე საერთაშორისი ნორმების ეროზიას ვერ დავუშვებთ
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის გაცხადებით, სირიის სამთავრობო ბაზების დაბომბვა სამოქალაქო ომში ჩარევა ან რეჟიმში შეცვლის მცდელობა არ არის.
ტერეზა მეის თქმით, დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად საერთაშორისო ნორმების ეროზიას არ დაუშვებს.
"სირიის რეჟიმის მუდმივი მსგავსი ქმედებები უნდა შეწყდეს, არა მხოლოდ იმის გამო, რომ უდაშაულო ადამიანები სიკვდილისგან დავიცვათ, არამედ ჩვენ ვერ დავუშვებთ საერთაშორისო ნორმების ეროზიას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას კრძალავს. ამის მისაღწევად ყველა დიპლომატიური არხი გამოვიყენეთ, მაგრამ ჩვენი მცდელობები ჩაიშალა. თუნდაც ამ კვირაში რუსეთმა ვეტო დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ქიმიური თავდასხმის დამოუკიდებელ გამოძიებას ითვალისწინებდა", - განაცხადა ტერეზა მეიმ.
მისი განმარტებით, ძალის გამოყენების გარდა, სხვა პრაქტიკული ალტერნატივა არ არსებობს.
"საქმე არ ეხება სამოქალაქო ომში ჩარევს ან რეჟიმის შეცვლას. ესაა შეზღუდული იერიში, რომელიც ვითარების დამატებით ესკალაციას არ ახდენს", - აცხადებს ტერეზა მეი.
პრემიერ-მინისტრმა ვიდეომიმართვა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სირიის სამთავრობო ბაზების წერტილოვანი დაბომბვის ბრძანება გასცა. გადაწყვეტილებას შეურთდა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალებიც.
გასულ უქმეებზე, სირიის სამთავრობო ძალების მხრიდან ქალაქ დუმაში განხორციელებული ქიმიური შეტევის შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაახლოებით 500 საავადმყოფოებში ქიმიური ინტოქსიკაციის ნიშნებით მოხვდა.
ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, დაადასტურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
კომენტარები