საერთაშორისო გამჭრვირვალობა-საქართველოს კვლევას, რომელშიც კულტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ რისკებზეა საუბარი, ამავე სამინისტრომ ვარაუდზე აგებული უწოდა და განმარტა, რომ ის კონტექსტიდან ამოგლეჯილ და მიკერძოებულად ინტერპრეტირებული საკითხების ჩამონათვალს შეიცავს.

უწყების განცხადებით, სამინისტროში პროექტებს არცევენ და აფინანსებენ საქართველოს კანონმდებლობისა და დადგენილი პროცედურების სრული დაცვით, რომელიც 2014 წელს USAID-თან 4 თვიანი მუშაობის შემდეგ შემუშავდა.:

"სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მუდმივად და შეუფერხებლად გასცემს საჯარო ინფორმაციას, პროაქტიულად აქვეყნებს ყველა იმ დოკუმენტს, რომელიც პროექტების დაფინანსებას ეხება".

სამინისტრო TI-ის მხრიდან წაყენებულ ბრალდებებს შეურაცხმყოფელს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ის ინსტიტუციის დისკრედიტაციას ემსახურება.

დღეს, 6 მაისს, TI-მ კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც კულტურის სამინისტროში არსებულ კორუფციულ რისკებზეა საუბარი.