რა ხდება ერევანში?
ერევნის ქუჩები პარალიზებულია. ადგილობრივები პარლამენტის მიერ პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენას აპროტესტებენ. გამომსვლელები ძირითადად ახალგაზრდები არიან. საპროტესტო აქციის გამართვის მოწოდებით პირველად ოპოზიციური პარტიის იელკის ლიდერი ნიკოლ პაშინიანი გამოვიდა. გამოსვლები მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკებაში გადაიზარდა. პაშინიანი სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაყვანეს. პარალელურად, სომხეთის გენერალური პროკურორის ოფისმა სამოქალაქო ამბოხისთვის მოწოდების ბრალდებით საქმე გახსნა.
მანიფესტაცია სომხეთში 13 აპრილს სარგსიანის მიერ როლის შეცვლის და პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადასვლის გაპროტესტებით დაიწყო. 16 აპრილს, სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც ხელისუფლების სამივე შტოს აკონტროლებს და სომხეთის რევოლუციური ფედერაციის (დაშნაკთუციუნი) ფრაქციამ პარლამენტში ერთხმად წარადგინეს საგსიანის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე. სარგსიანს მეტოქე არ ჰყავს.
"მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოვიდა ხალხი ქუჩაში, ბევრია. უზარმაზარი კორუფცია, სერიოზული ემიგრაცია სომხეთიდან, რთული სოციალური მდგომარეობა (ოფიციალური მონაცემებითაც კი სიღარიბის ზღვარს ქვეშ მოსახლეობის 35 პროცენტია), მოსახლეობის უფლებების დარღვევა, ოპოზიციის პოლიტიკური მოტივებით დევნა და მზარდი ერთპარტიული სისტემა: ეს სომხეთის დღევანდელი რეალობაა", - ამბობს სტეფან გრიგორიანი, სომხეთში არსებული რეგიონულიი თანამშრომლობის და გლობალიზაციის ცენტრიდან.
საგსიანი პრეზიდენტად 2008 წელს აირჩიეს. ის ქვეყანას ორი ვადის განმავლობაში მართავდა და თანამდებობა 9 აპრილს დატოვა.
2015 წელს, რეფერენდუმის შემდეგ პრეზიდენტის ძალაუფლებების უმეტესი ნაწილი პრემიერ-მინისტრს გადაეცა, რომელსაც პარლამენტი ირჩევს. პარლამენტი ირჩევს ასევე პრეზიდენტსაც, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად სიმბოლური როლი აქვს. 9 აპრილს პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური მოკავშირე არმენ სარქისანი იქნა დამტკიცებული.
"პრობლემა პრეზიდენტისგან პრემიერ-მინისტრისთვის ძალაუფლების გადაცემაა, იმისთვის რომ პრეზიდენტი [სერჟ სარგსიანი] გახდეს უვადო პრემიერ-მინისტრი. ჩვენ ეს უკვე ბევრგან ვიხილეთ. პრეზიდენტმა პუტინმა იგივე გააკეთა მედვედევთან ერთად და ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტია. ეს არადემოკრატიულია, გაუმჭვირვალეა და არღვევს და ანადგურებს დემოკრატიის პრინციპს", - ამბობს კენეტ იალოვიცი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში და კენანის ინსტიტუტის ანალიტიკოსი, რომელიც სამხრეთ კავკასიის საკითხებზე მუშაობს.
სარგსიანი მარტამდე აცხადებდა, რომ ის პრემიერის პოსტზე საკუთარ თავს არ განიხილავდა. თუმცა, რუსულ გამოცემა იზვესტიასთან საუბარში მან 16 აპრილს საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა. "თუ ჩემი კანდიდატურა დადასტურდება... მე დიდ დროს დავუთმობ საკუთარი გამოცდილების გაზიარებაც, რაც მე სხვადასხვა პოზიციაზე ყოფნის დროს დავაგროვე წლების განმავლობაში", - თქვა მან.
ერევნის აქციების მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აპირებენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ მიტინგის დაშლის მიზნით, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მათ დემონსტრანტებს მოუწოდეს, გადაკეტილი გზები გახსნან. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია ძალის გამოყენებით დაიმუქრა. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის პარლამენტის შენობამდე მისასვლელების გადაკეტვას ცდილობენ.
"ხელისუფლება მშვიდობიანი მომიტინგე მოქალაქეების წინააღმდეგ ძალას იყენებს - რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა სასტიკი ავტორიტარიზმისკენ იხრება. მე მაკვირვებს დასავლეთის ქვეყნების დუმილი, ევროკავშირისა და ამერიკის დუმილი. მე ეს არ მესმის. ისინი ბევრს საუბრობენ დემოკრატიაზე, თუმცა როცა საჭიროა პრინციპული სიტყვის თქმა, რატომღაც დუმან. პოლიცია მშვიდობიანი გამომსვლელების წინააღმდეგ ზეწოლას და დაშინებას მიმართავს. არავის არ აქვს დუმილის უფლება", - ამბობს გრიგორიანი.
უკანასკნელი დღეების საპროტესტო ტალღა, სერჟ სარგსიანის პრეზიდენტობის განმავლობაში პირველი არ არის. სომხეთის მოქალაქეები ქუჩაში 2015 წელსაც გამოვიდნენ, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ელექტროენერგიაზე ფასების გაზრდა გადაწყვიტა.
"ელექტრო-ერევანს" წინ გიუმრის ტრაგედიის შემდეგ რუსეთის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ გამართული აქციები უძღვოდა. 2016 წელს კი "მძევლების ეპიზოდს" პროტესტი მოჰყვა, რომლის დროსაც ევროკავშირმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა სომხეთის მთავრობა ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის გააკრიტიკეს.
"ადვილია მოვლენების [ელექტრო-ერევანს და მიმდინარე დემონსტრაციებს] სერიას პესიმისტურად შევხედოთ. თუმცა, მე მჯერა დემოკრატიის და ხალხის სურვილის იცხოვროს გარემოში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია. მე ამ მოვლენებს აღვიქვამ, როგორც საიმედო ნიშნებს. იმედი მაქვს, რომ დემონსტრაციის სიდიდე და მისი მშვიდობიანი ასპექტი დასავლეთის ინტერესს გააღვივებს. ვგულისხმობ შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და ცალკეულ სახელმწიფოებს ევროპაში, რომ გამოხატონ მათი მხარდაჭერა დემოკრატიისა და მშვიდობიანი ცვლილებებისკენ", - ამბობს იალოვიცი.
სომხეთი ეკონომიკურად, ინვესტიციების და ფინანსური დახმარების კუთხით, მოსკოვზეა დამოკიდებული. 2015 წელს ერევანი რუსეთის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის პროექტს შეუერთდა. ხოლო 2016 წელს სომხეთმა საერთო თავდაცვის შეთანხმება დადო მოსკოვთან, რომელიც ერთობლივი "შენაერთების" შექმნას ითვალისწინებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ მოსახლეობაში რუსეთის მიმართ პოზიტიური განწყობები მცირდება. "კავკასიის ბარომეტრის" კვლევის მიხედვით, 2017 წელს სომხეთის მოსახლეობის 64პროცენტი აღიქვამდა რუსეთს პოზიტიურად, მაშინ როცა 2013 წელს ამ მოსაზრებას მოსახლეობის 83 პროცენტი იზიარებდა.
სომხეთის პოლიტიკური ელიტა ახლო კავშირშია მოსკოვთან, რაც სუვერენიტეტის გარშემო კითხვებს აჩენს. ჰერიტიჯის ფონდის თქმით, ქვეყანაში "კორუფციის მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს რუსული გავლენის კონსოლიდაცია სომხეთის ეკონომიკური და რეგიონალური უსაფრთხოების სფეროებზე". ერთი კვირის წინ, ფრიდომ ჰაუსის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზში სომხეთი ნახევრად კონსოლიდირებულ ავტორიტარულ რეჟიმად არის მოხსენიებული, სადაც მედია თავისუფლება შეზღუდულია. საერთაშორისო გამჭირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით კი ის 180 ქვეყანას შორის მე-107 ადგილზეა.
"იმედი მაქვს დემონსტრაცია დააბრუნებს სომხეთს საერთაშორისო გამოცემების ფურცლებზე, როგორც ქვეყანას და არა როგორც მხოლოდ რუსეთის მარიონეტს", ამბობს იალოვიცი. ყოფილი ელჩის თქმით, დემოკრატიული ცვლილებები სომხეთში სამხრეთ კავკასიის რეგიონული სტაბილურობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. "საქართველოსთვის ძალზედ პოზიტიურია ის თუ მის საზღვარზე დემოკრატიული მისწრაფებების ქვეყანა ეყოლება", - თქვა მან.
რამდენიმე რუსულმა გამოცემამ უკვე უწოდა ერევანში მიმდინარე მოვლენებს "მაიდანის" მოწყობის მცდელობა. 2015 წელს "ელექტრო-ერევნის" მანიფესტაციის დროს რუსეთის სახელმწიფო მედიამ მოვლენებს აშუქებდა, როგორც დასავლეთის კიდევ ერთ მცდელობას მოეხდინა "ფერადი რევოლუცია" სომხეთში. კრემლს ოფიციალური განცხადება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჯერ არ გაუვრცელებია.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები