ლეგენდარული რეჟისორი სტივენ სპილბერგისთვის წლევანდელი წელი წარმატებული აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მისმა ფილმმა The Post ოსკარის ნომინაცია მიიღო, რეჟისორის ბოლო ნამუშევარმა Ready Player One კინოგაქირავებაში $475.1 მილიონზე მეტი დააგროვა.

სწორედ ამ უკანასკნელი ფილმის დამსახურებით, სპილბერგი გახდა პირველი რეჟისორი, რომლის ფილმებმაც $10 მილიარდიანი მოგება აქვს.

სპილბერგის კომერციულად ყველაზე წარმატებულ ფილმად E.T.: The Extra-Terrestrial და Jaws მიიჩნევა, რომელაც კინოგაქირავებაში ერთ მილიარდ დოლარზე მეტი დააგროვეს. ათეულში ასევე შედიან ინდიანა ჯონსი და იურული პერიოდის პარკი.