მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მზარეული, გორდონ რემზი ადასტურებს, რომ ვეგანური დიეტის მიმდევარი ხდება. ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა.

"გადავწყვიტე ვეგანობას შანსი მივცე. კი, ყველაფერს სწორად კითხულობთ"

გორდონის სიტყვები პიცის ფოტოს ერთვის, რაც, როგორც ჩანს, ვეგანურია. რემზიმ დღეს ლონდონში რესტორანი გორდონ რემზის ქუჩის პიცაც გახსნა.

რემზის ეს ნაბიჯი ერთგვარი სიურპრიზია. ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში, ის ამბობდა, რომ თუ მისი შვილები ვეგეტარიანელები გახდებოდნენ, ეს მისი ცხოვრების კოშმარი იქნებოდა.

ამ განცხადებების შემდეგ, პოლ მაკარტნიმ, რომელიც ვეგეტარიანელია, თქვა, რომ მზარეულთან ვეგეტარიანობაზე საუბარს აპირებდა.

"უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, ყველა რომ ვეგეტარიანელი ყოფილიყო. სამყარო უფრო უკეთესი გახდებოდა", - თქვა მაკარტნიმ.