სატელეკომუნიკაციო ბაზრის მსხვილმა საკონსულტაციო ჯგუფმა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა
სატელეკომუნიკაციო სფეროში 50-წლიანი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო კომპანიამ Sofrecom-მა საქართველოში წარმომადგენლობა გახსნა.
Sofrecom უმხვილესი ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანიის Orange Group–ის შვილობილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში ემსახურება სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, უწევს კონსულტაციას ბიზნეს და IT მიმართულებით.
Sofrecom-ის საერთაშორისო გამოცდილება საშუალებას მისცემს ქართულ კომპანიებს დანერგონ თანამედროვე და მსოფლიოში აპრობირებული მეთოდები ციფრულ მიმართულებაში.
"ჩვენს პარტნიორებს ვეხმარებით ხელსაყრელი, გრძელვადიანი შედეგის მიღწევაში, ძირითადი ტენდენციების ათვისებაში, ვერთვებით განვითარების ყველა ეტაპზე - დაწყებული სტრატეგიის განსაზღვრიდან, დამთავრებული რეალიზაციით. პარტნიორობის საუკეთესო მაგალითი უკვე გვაქვს ადგილობრივ მსხვილ კომპანია სილქნეტთან, რომელიც ცოტა ხნის წინ, ჯეოსელთან გაერთიანებით სატელეკომუნიკაციო ბაზრის მთავარი კონვერგენტი ოპერატორი გახდა. სწორედ ამ თანამშრომლობით შემუშავდა მათთვის ხუთწლიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა.
მსურს, მადლობა გადავუხადო სილქნეტს და მის მმართველ გუნდს ამ ნდობისთვის. მოხარულები ვართ, რომ დავაფუძნეთ თბილისის წარმომადგენლობა. ვიმედოვნებთ, რომ Sofrecom დადებით წვლილს შეიტანს სატელეკომუნიკაციო და IT ტექნოლოგიების სექტორის საქმიანობაში, საქართველოსა თუ მთლიანად რეგიონში", - აღნიშნა Sofrecom ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიიომ ბუდინმა.
"სილქნეტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გაერთიანებული აქტივებით დაიწყო ოპერირება ბაზარზე. ინტერნეტს, საკაბელო ტელევიზიას, ფიქსირებულ სატელეფონო კავშირს და უკვე მობილურ სერვისს თავაზობს მომხმარებელს. კომპანიის განვითარებისთვის მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 400 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. ამ გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო Sofrecom, რომელთანაც რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმ საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რასაც Sofrecom ბიზნესკონსულტაციებით გვიზიარებს. ჩვენი უმთავრესი მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი და მაღალი კლასის მომსახურება", - განაცხადა სილქნეტისა და მისი დამფუძნებელი კომპანიის სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.
Sofrecom-ის კონსულტანტები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებში სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, სამთავრობო სტრუქტურებს და მარეგულირებელ ორგანოებს უწევენ კონსულტაციას.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები