ნუ გვაბოლებთ! - თბილისის მერიის წინ, იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობა გააპროტესტეს
თბილისის მერიის წინ, კამპანია “SOS იპოდრომისა” და ორგანიზაცია “იარე ფეხით” აქტივისტებმა იპოდრომთან ესტაკადის მშენებლობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი პროტესტის მიზეზი ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობასთან დაკავშირებით თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება გახდა.
"ჩვენ გვაქვს მყარი საფუძველი ვთქვათ, რომ მერიის ამ გადაწყვეტილების მიღმა არ დგას არც ერთი დასაბუთებული კვლევა", - ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პროტესტის ერთ-ერთი მხარდამჭერის, უფლებადამცველ ჯოზეფ ალექსანდერ სმიტის თქმით, ერთ თვეზე მეტია ამ პროექტს ებრძვიან.
"რატომ უნდა გაგრძელდეს უვარგისი პროექტი, რომელსაც თან ახლავს სამეცნიერო კვლევა, თუ რატომ არის საჭირო", - თქვა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.
მისი თქმით, 13 მარტს მერიაში წერილი შეიტანეს, სადაც ესტაკადის აშენების მიზანშეუწონლობა იყო დასაბუთებული, თუმცა ამ დრომდე მერიიდან პასუხი არ მიუღიათ.
"ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი ესტაკადის მშენებლობის წინააღმდეგ 2235 ხელმოწერა შევიტანეთ", - განმარტა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში იპოდრომის ტერიტორია ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების მხრიდან მიუვალი გახდება.
"ერთადერთი, ვისაც ეს პროექტი ემსახურება არიან მძღოლები და ავტომობილების ინტერესები. ის არ არის ადამიანის ინტერესებზე მორგებული", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მათი პოზიციით, თუ იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ესტაკადა აშენდება, ისინი პროტესტს გააგრძელებენ, ესტაკადას დაანგრევენ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თბილისის მერს დააკისრებენ.
თბილისში, ძველ იპოდრომთან, ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების კვეთაზე ესტაკადა შენდება.
ტენდერი უკვე გამოცხადდა, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 901 669 ლარია.
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაპარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან პარლამენტის ეზოში სპეცრაზმისა და საპოლიციო ძალების მობილიზებაა, შენობის ირგვლივ კი მოქალაქეები აქციისთვის ემზადებიან
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
კომენტარები