10 შატო საფრანგეთში, რომელიც თბილისის ბინებზე იაფი ღირს
თბილისში ბინები ხანდახან ასტრონომიულ ფასს ურტყამს. ხშირად, რამდენიმე სართულიანი სახლი მილიონობით დოლარი ღირს.
ფასის მიუხედავად, ეს საცხოვრებლები ძირითადად, უგემოვნობის ეტალონია ხოლმე. მათი პროექტების, დიზაინის და ინტერიერის შეფასება საუკეთესოდ ალბათ ამ ვიდეოს გამოუვა.
უძრავი ქონების შესყიდვა შეიძლება გარკვეული ინვესტიციაც იყოს, მაგრამ თბილისში აშენებული სახლები მაინცდამაინც სტაბილურ დაბანდებად არ მიმაჩნია.
მართალია კარგია, როცა ფული ქვეყანაში ტრიალებს და რჩება, მაგრამ მე მაინც გირჩევთ, თქვენი ფული უბერ-ელიტურად დახარჯოთ და ბინას ვაკეში შატო საფრანგეთში ამჯობინოთ.
გთავაზობთ 10 საოცარ სახლს, რომელიც ჭავჭავაძეზე მდებარე ბინებზე იაფი ღირს:
1. შატო ზემო ნორმანდიაში: $423 020
მეცხრამეტე საუკუნის შატო, 13 საძინებლით, რომელიც თავის დროზე ტოტის კომუნის გრაფის რეზიდენცია იყო.
ბინა ვაკეში: $470 000
488 მ2, 8 ოთახი, ევრორემონტით, იტალიური ავეჯით და ვერსაჩეს კაფელით (ვაუ!).
2. სასახლე პიკარდიაში: $597 184
ქალაქ აბევილთან მდებარე შატო 5 საძინებლით, 6 ათასი მ2 მიწის ნაკვეთით, ღვინის სარდაფითა და ბილიარდის ოთახით.
ბინა ჭავჭავაძეზე: $720 000
7 ოთახიანი, 540 მ2, მერვე სართული, თეთრი კარკასი, ავტოფარეხით, დამაფონითა და დაცვით.
3. შატო ბორდოში: $606 150
კოშკიანი და ექვს-საძინებლიანი პატარა სასახლე ბორდოსთან ახლოს (კომპლექტში მოყვება 800 მ2 მიწის ნაკვეთი).
ბინა ჭავჭავაძეზე: $720 000
7 ოთახი, 525 მ2, მეცხრამეტე სართული, გარაჟით და ლიფტით.
4. სასახლე პოიტუში: $667 146
9 საძინებლით, 1 610 მ2 ბაღით და ეზოთი, ღვინის სარდაფით.
ბინა ჭავჭავაძეზე: $867 000
5 ოთახი, გათბობით, ცხელი წყლით, ევრორემონტით, ინტერნეტით, გაზით, დომოფონით, ლიფტით, სიგნალიზაციით და 3 აივნით
5. სასახლე ვიენეში: $732 801
14 საძინებლიანი სასახლე ვიენეში, სალოცავით, საცურაო აუზით, ბიბლიოთეკით და 1,4 ჰექტარი მიწის ნაკვეთით.
ბინა ჭავჭავაძეზე: $1 500 000 (უავეჯოდ) ან $1 700 000 (ავეჯით)
7 ოთახი, 700 მ2, ევრორემონტით, ავეჯით, ტექნიკით, ბუხრით, ინტერნეტით, დამაფონით, დაცვით და ა.შ.
6. შატო სამხრეთ პირინეებში: $737 037
მეცხრამეტე საუკუნის შატო 14 საძინებლით, აუზით და 3,25 ჰექტარი მიწის ნაკვეთით.
ბინა ჭავჭავაძეზე: $800 000
7 ოთახი, 600 მ2, სიგნალიზაციით, დომოფონით, დაცვით და ლიფტი.
7. სასახლე დორდონში: $846 534
სასახლე 6 რეზიდენციით სენტ ესტიესთან, ღვინის სარდაფით და სავარჯიშო დარბაზით.
ბინა ორთაჭალაში: $1 000 000
10 ოთახი, 700 მ2, სიგნალიზაციით, დომოფონით, ბუხრით და ავტოფარეხით.
8. შატო ნორმანდიაში: $893 764
8 საძინებლიანი, გალავან შემორტყმული ბაღით, 3,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთით და ღვინის მარნით.
ბინა ჭავჭავაძეზე: $1 000 000
500 მ2, 8 ოთახი, ავეჯით, ტექნიკით, ბუხრით, ვერანდით და ავტოფარეხით.
9. სასახლე პიკარდიაში: $972 833
სასახლეს მოყვება: 9 საძინებელი, ღვინის სათავსო, კინო-თეატრი, ბიბლიოთეკა, საუნა, აუზი და გოლფის მოედანი.
ბინა ჭავჭავაძეზე: $1 400 000
6 ოთახი, 1000 მ2, ბუხრით, დაცვით, გარაჟით, ლიფტით და დომოფონით.
10. სასახლე ლანგუდოკი-რუსოლინში: $1 256 000
მე-17 საუკუნის მიწურულს აშენებული ღვინის შატო, 8 საძინებლით, აუზით, ტერასული ბაღებით და ვენახით.
ბინა კრწანისში: $1 200 000
8 ოთახი, 2000 მ2, გარაჟით.
როგორც ხედავთ, დაფიქრება ნამდვილად ღირს. ხოლო თუ მაინც გიძნელდებათ მზის და ვარდების მხარის მიტოვება, როდესაც ხელში მორიგი მილიონი ჩაგივარდებათ, იყიდეთ მერვე შატო ნორმანდიაში და მორჩენილი ხურდით — რამდენიმე "ხრუშოვკა" საბურთალოზე, საფრანგეთიდან ჩამოსეირნებისას ღამის გასათევად.
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
დისკუსია: თვლით, რომ უძრავი ქონების ფასები თბილისში ადეკვატურია?