დღეს, 20 აპრილს, შვედი DJ და მუსიკოსი Avicii, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი აგენტი დიანა ბარონი Billboard-თან და Pitchfork-თან ადასტურებს.

"უდიდესი მწუხარებით გატყობინებთ, რომ ტიმ ბერგლინგი, ცნობილი როგორც Avicii, გარდაიცვალა. ის ომანის დედაქალაქ მასკატში იპოვეს. მისი ოჯახი განადგურებულია და ამ მძიმე წუთებში და პირად ცხოვრებაში ჩარევისგან თავის შეკავებას ითხოვს. ამის შესახებ მეტ ინფორმაციას არ გავავრცელებთ".

Avicii ცნობილი 2011 წელს გახდა, მისი პირველი ჰიტით Levels, რის შემდეგაც მას ხშირად იწვევდნენ მსოფლიო მასშტაბით ელექტრონული მუსიკის ფესიტვალებზე.

მუსიკოსის მეორე უდიდესი ჰიტი იყო 2013 წლის Wake Me Up!

2016 წელს, მუსიკოსმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, დროებით ცოცხლად შესრულებებზე უარს ამბობდა. მას ხშირი სმის გამო, მწვავე პანკრეატიტი ჰქონდა. ამ განცხადების შემდეგ, Avicii-მ ლას-ვეგასის ლაივი გააუქმა.