232 დაკავებული, დაზარალებული ჟურნალისტები და არტისტების პროტესტი - ერევანში აქციები გრძელდება
13 აპრილიდან დღემდე, სომხეთში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტისა და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, სერჟ სარგსიანის, წინააღდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
დღეს, 22 აპრილს ოპოზიციის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი და სერჟ სარგსიანი ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრა სარგსიანმა პროტესტის ნიშნად მალევე დატოვა. შეხვედრიდან რამდენიმე წუთში კი ნიკოლ პაშინიანი და ორი ოპოზიციონერი დეპუტატი პოლიციაზე დაუმორჩლებლობის გამო დააკავეს. ჯამში აქციებზე 232 ადამიანი დააკავეს.
აქციის დასაშლელად პოლიციამ არაერთგზის გამოიყენა წყლის ჭავლი, ხმოვანი ყუმბარები, მავთულხლართები და ხელკეტები.
დღეს, 22 აპრილს, სომხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ერევანში მიმდინარე აქციები არასანქცირებულია და მონაწილეები ვალდებული არიან დაემორჩილონ მათ მოთხოვნას დაშლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი ძალას გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, ერევანში საპროტესტო აქციები გრძელდება.
დაზარალებული ჟურნალისტები
ბოლო ინფორმაციით, სომხეთში აქციისასა დაშავდნენ ჟურანლისტებიც. რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, დღეს ტელეკომპანია Shant-ის ჟურნალისტი, არტაკ ხულიანი, ნიღბიანმა სამოქალაქო პირებმა სცემეს.
ჟურნალისტი ყვება, რომ ერებუნში მიმდინარე მოვლენებს აშუქებდა, როცა ხალხში პანიკა ატყდა. მათ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ნიღბიანი პირები ქვებით დაესხნენ თავს. ხულიანის თქმით, მას ერთი პირი მიაუხლოვდა და ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ელექტროშოკით გათიშა.
საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტი, ლიანა ეგიაზარიანი კი პოლიციის მიერ გამოყენებულმა ხმოვანმა ყუმბარამ დააზარალა, რომელიც სახის წინ აუფეთქდა. მისი თქმით, პოლიცია ყუმბარებს უკონტროლოდ ისროდა, რომ ხალხს პაშინიანის დაკავებისთვის ხელი არ შეეშალა.
არტისტების პროტესტი
სომხეთის სახალხო არტისტები, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობენ წოდებებსა და ჯილდოებზე, რომელიც მათ სერჟ სარგსიანმა გადასცა.
"მგონია, რომ ჩემი ქვეყნის ბედნიერება და განვითარება ყველა ჯილდოზე მნიშვნელოვანია. უარს ვამბობ ჩემს წოდებაზე", - წერს მომღერალი ერნა იუზბაშიანი.
"მიუღებლად მიმაჩნია ძალის გამოყენება შეუიარაღებელი და მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ. ვაკრიტიკებ ხელისუფლების მიერ, ჩემი თანამემამულეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას და უარს ვამბობ ჩემს წოდებაზე",- დაწერა ცნობილმა კომიკოსმა, მკრტიჩ არზუმანიანმა.
"მმართველი ხელისუფლების უკანონობის გამო, პატრიოტების დაკავებაზე პროტესტს ვაცხადებ. შეუძლებლად მიმაჩნია ვატარო წოდება "სომხეთის კულტურის დამსახურებული მუშაკი",- ნიკა ბაბაიანი.
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
კომენტარები