დეკანოზი თამაზი:

23 Apr. 2018, 13:57

საქართველოს ისტორიაში ის, რაც ბოლო წლებში ხდება, არასდროს მომხდარა. ამდენი ქალის მკვლელობა "ვაჟკაცებისგან"ერის ტრაგედიაა. ამაზე უნდა ისაუბროს მთელმა ეკლესიამ.

არის ასეთი ტრადიცია ფეხის დაბანა, რომელიც ნიშნავს მსახურებას, ამ ქმედებით მე ვაღიარებ, რომ შენი მსახური ვარ. გაგიგიათ, ქმარი სახლში რომ მივა, ცოლმა უნდა დაბანოს ფეხი. დღეს საწინააღმდეგო უნდა ითქვას, მიდით და დაბანეთ იმ ქალებს ფეხები, რომლებიც, შეიძლება, დღესაც ძალადობის ქვეშ ცხოვრობენ და ხვალ შეიძლება მოკლან. დღეს მიდით და დაბანეთ მას ფეხი და აღუთქვით, რომ ემსახურებით.

დაბანეთ იმ ქალებს ფეხები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან წასულები სამუშაოდ, შვილები რომ უდედოდ გაიზარდნენ, რომ იქიდან ფული ეგზავნათ. ის ქალი ჩამოიყვანეთ, დაბანეთ ფეხები და უთხარით, რომ ვერ დაგიცავით, რათა უცხოეთში მოსამსახურედ არ გაქცეულიყავით და გბანთ ფეხებს და გპირდებით, რომ დაგიცავთ. იმ მოხუცებს დავბანოთ ფეხები, ლიმონს რომ ყიდიან ქუჩაში, იმის ნაცვლად რომ შვილიშვილებთან იყვნენ. იმ ქალს დაბანეთ ფეხები, ოჯახის შექმნა რომ უნდა და ვერ ქმნის, იმიტომ რომ არ იცის რითი არჩინოს ან შვილი ჰყავს და ერთი კვერცხი რომ უყიდოს იმის ფული არ აქვს.

მეშახტეები რომ დაიღუპნენ იმის ცოლები ხომ დარჩნენ დამხმარეების გარეშე? იმ მეშახტის ქალებს უნდა დაბანოს ეკლესიამ და მთელმა ქვეყანამ ფეხი, რადგან სახელმწიფო ვერ იცავს ქალებს. ფეხი უნდა დაბანოთ ყველა ტანჯულ, გაწვალებულ და დაჩაგრულ ქალს. მოვიხსნათ ვაჟკაცი ქართველი კაცების ნიღაბი და დავიწყოთ ქალებისთვის ფეხების დაბანა. ეს იქნება ქრისტიანული საქმე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ