სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი საპროტესტო აქციებს შეუერთდა
სომხეთის სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გრაჩია როსტომიანი თანამდებობიდან გადადგა და ქუჩის საპროტესტო აქციებს შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლების ადგილობრივი ბიურო ავრცელებს.
"დარწმუნებით მინდა ვუთხრა სპორტსმენებსა და მსოფლიო სპორტის წარმომადგენლებს, რომ დრო მოვიდა, სომხეთის დროშა რესპუბლიკის მოედანზე ხალხის თავზე ფრიალებდეს. ჩემს კოლეგებს რესპუბლიკური პარტიიდან მოვუწოდებ, რომ შეუერთდეს ხალხს და მის მოთხოვნებს დაემორჩილოს. ამ ეტაპზე არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი სამშობლოსთვის მშვიდობიანი გამოსავალი ვიპოვოთ" , - ნათქვამია როსტომიანის განცხადებაში.
დღეს, 25 აპრილს დილიდან ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა. დაუმორჩილებლობის აქციის განახლება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გაირკვა, რომ სომხეთის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკოლ პაშინიანის და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კარენ კარაპეტიანის შეხვედრა აღარ გაიმართება.
ნიკოლ პაშინიანმა ფეისბუქზე მხარდამჭერებს მიმართა და სამომავლო გეგმებიც გააჟღერა. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრად ხალხის კანდიდატი, "ხავერდოვანი რევოლუციის" კანდიდატი უნდა დაინიშნოს, ამის შემდეგ უნდა შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელსაც რესპუბლიკელების გარეშე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოჰყვება და პრემიერ-მინისტრს ხალხი აირჩევს.
მასობრივი პროტესტიდან მე-11 დღეს სერჟ სარგსიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. ამ გადაწყვეტილებით სარგსიანმა ერევანში 13 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა შეასრულა
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები