სააპელაციო სასამართლომ 12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის, საქმეზე გიორგი ლიპარტელიანი გაამტყუნა და მას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. სააპელაციომ 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილება შეცვალა, რომლითაც ლიპარტელიანი უდანაშაულოდ სცნეს.

გიორგი ლიპარტელიანი ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს.

სალომე ტატიშვილი 2016 წლის 10 იანვარს, გუდაურში სრიალისას, გიორგი ლიპარტელიანის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდება და სალომე ტატიშვილის ოჯახი გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება.