შეიძლება ითქვას, რომ დემნა გვასალიამ GUCCI-ს კრეატიული დირექტორის, ალესანდრო მიკელესგარდა, საკუთარ თავსაც აჯობა. როგორც საძიებო პლატფორმა Lyst-ის ინდექსმა აჩვენა, ბალენსიაგა უფრო პოპულარულია, ვიდრე გუჩი და ვეტმანი.

ინდექსის მიხედვით, ბალენსიაგა ამ ეტაპზე ყველაზე გაყიდვადი ბრენდია მოდის ინდუსტრიაში, მეორე ადგილზეა გუჩი, ხოლო მესამეზე ასევე გვასალიას ვეტმანი. ამ უკანასკნელმა, გასულ წელთან შედარებით, სიაში ორი საფეხურით მაღლა აიწია.

როგორც აღმოჩნდა, ვეტმანის პოპულარობა 2017 წლის პირველი მეოთხედთან შედარებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში 32%-ით გაიზარდა, თუმცა, ბალენსიაგას გაყიდვები უფრო სწრაფად იზრდება და როგორც ჩანს, მოდის სფეროში მისი გავლენაც უფრო მაღალია, ვიდრე დემნა გვასალიას მეორე ხაზის. ექსპერტები ამას შედარებით დაბალ ფასებსაც უკავშირებენ: თუ ვეტმანის ბრენდის ჰუდი 700-დან 800 ევრომდე ღირს, ბალენსიაგას ჰუდის შეძენა 500 ევროდაა შესაძლებელი.