ჯანელიძე სერგეი ლავროვთან შეხვედრას არ გამორიცხავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, შესაბამისი გარემოებიებისა და მომზადების შემთხვევაში, არ გამორიცხავს თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი კვირის პალიტრა ავრცელებს.
ზემოაღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით დღეს, 9 მაისს, გამართულ ბრიფინგზე ჯანელიძემ დამატებითი კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვაზე პასუხი იყო:
"ჩვენ ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციასთან ვმუშაობთ იმ ფორმატებით, რომელიც განსაზღვრულია, კონფლიქტის დარეგულირების ნაწილში საერთაშორისო დისკუსიები ჟენევაში და ვცდილობთ, რომ ჩვენი კონსტრუქციული მიდგომებით მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ თანათავჯდომარეებს, რომ პროგრესს მივაღწიოთ ამ დისკუსიის ფარგლებში. ჩვენ ასევე ვიყენებთ აბაშიძე-კარასინის დიალოგს".
საკითხთან დაკავშირებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავდჯომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსთავი 2-თან საუბარში განმარტა, რომ ჯანელიძის განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ შეხვედრა აუცილებლად შედგება. მისი თქმით, აქ საუბარი იმაზეა, რომ ზოგადად, ასეთი შეხვედრა, საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დიალოგი, შესაძლებელია. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ეს არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის:
"მთავარი და ერთადერთი თემა შეიძლება იყოს ოკუპაცია და დეოკუპაციისკენ მიმართული და გადადგმული ნაბიჯები. თუ მინიმუმ არ გვეცოდინება, რომ ეს სახელმწიფო [რუსეთი] მის მიერ ჩადენილ საერთაშორისო სამართლის პრინციპების დარღვევას აღიარებს, ალბათ [შეხვედრა] სწორი არ იქნება".
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამაზ მეჭიაურის განმარტებით კი, თუ საქართველო პირდაპირ, მყისიერად დაიწყებს რუსეთთან იმის შესახებ საუბარს, რომ ამ უკანასკნელმა ტერიტორიები დააბრუნოს, რუსეთი ამ ქმედებას მხარს არ დაუჭერს:
"ალბათ სჯობს წინაპირობების გარეშე დაიწყონ მოლაპარაკება და შემდეგ უკვე გამოიკვეთება იმ საკითხთა წრე, რომელზეც შეიძლება გაგრძელდეს ან არ გაგრძელდეს უფრო მაღალი დონის შეხვედრა".
დეპუტატის თქმით, აღნიშნული შეხვედრა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის უნდა შედგეს. ჟურნალისტის შეკითხვას, ამ შეხვედრაზე შეიძლება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი იყოს ქვეყნის წარმომადგენელი, მეჭიაურმა უპასუხა:
"კი მოახერხებს, მაგრამ რას მოიტანს ეგაა საქმე".
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დავით ბაქრაძემ აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა იქნება მომზადებული, წინასწარ იქნება განსაზღვრული კონკრეტული თემები, რომლებზეც შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა არსებობს, ქართულმა მხარემ დიალოგზე უარი არ უნდა თქვას:
"მაგრამ იმ პირობებში, როდესაც არანაირი მზადება არ მიმდინარეობს, როდესაც რუსეთი პროვოკაციულ ნაბიჯებს აგრძელებს, როდესაც აგერ ორი დღის წინ, პრეზიდენტმა პუტინმა ცალცალკე მიულოცა საქართველოს, აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს 9 მაისი, როდესაც გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება, ამ ყველაფრის ფონზე, შეხვედრა შეხვედრისთვის მე მეჩვენება კონტრპროდუქტიულად, მავნედ".
მისი თქმით, თუ ეს შეხვედრა შედგება, რუსეთი შეეცდება დაარწმუნოს დასავლეთი, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა ვითარდება და არ საჭიროებს ჩარევას.
ამავე აზრს იზიარებს ენმ-ს წევრი, გიგი წერეთელიც. მისი თქმით, ლავროვის ბოლოდროინდელი ნეგატიური განცხადებების ფონზე, აღნიშნული შეხვედრის ეფექტიანობაში ეჭვი ეპარება:
"თუმცა, თავისთავად, რაღაც აზრის გადაცემას ან იგივე საგარეო საქმეთა მინისტრის მიმართ პოზიციების დაფიქსირებას, წინ რა უდგას. ეს შეიძლება. მაგრამ კარგია თუ მომზადდება უკეთ და რაღაც მცირე შედეგით მაინც დასრულდება".
თავისუფალი დემოკრატების წევრი, ირაკლი ალასიანია კი მიიჩნევს, რომ ქართულ და რუსულ მხარეებს შორის შეხვედრა აუცილებელია კარგად დაიგეგმოს. მისი თქმით, ოკუპაციაზე საუბრის გარეშე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარება წარმოუდგენელია:
"სწორს ვაკეთებთ, რომ რუსეთთან პრაგმატული ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის სიახლე. სიახლე იქნება, როდესაც პოლიტიკურ დღის წესრიგში გაჩნდება ახალი საკითხი და ეს უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფორმები და გზები".
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები