აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ის ჩრდილოეთ კორეის ლიდერს სამ-ოთხ კვირაში შეხვდება. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა შაბათს, 28 აპრილს განაცხადა.

"ვფიქრობ, ჩვენ მომავალ სამ ან ოთხ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება, რაც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვილ განიარაღებას შეეხება" .

აშშ-ს პრეზიდენტი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ მოლაპარაკებები კარგად მიდის, დრო და ადგილი კი უკვე შერჩეულია ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრისთვის.