ვერც ვთბებით და ვერც საჭმელს ვაკეთებთ - გაზის გარეშე დარჩენილი ეთნიკური აზერბაიჯანელები
"ზამთარში ვერც ნორმალურად ვთბებით და ვერც საჭმელს ვაკეთებთ, რადგან გაზი არა გვაქვს," - ამბობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში მცხოვრები, ამიდ ოსმანოვი. ვაკეში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
ამიდ ოსმანოვის თქმით, სოფელში ბუნებრივი აირი არც არასოდეს ჰქონიათ: "დენს და შეშას ვიყენებთ. ორივეს ცეცხლის ფასი უკიდია. ერთი მანქანა შეშა 600-700 ლარი ღირს. სოფელში მცხოვრები ხალხის დიდი ნაწილი უმუშევარია. შეშის ყიდვა და ზამთარში თავის გატანა ძალიან გვიჭირს."
ამავე სოფელში მცხოვრები, ჯამილა ეიუბოვა აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის არარსებობა განსაკუთრებით ქალების მდგომარეობას ამძიმებს:
"ცეცხლზე უნდა მოვამზადოთ საჭმელი, გავაცხელოთ წყალი სარეცხისა და ჭურჭლის გასარეცხად. ერთი სიტყვით, კი არ ვცხოვრობთ, ვიტანჯებით. დიდი ხანია ვითხოვთ გაზის შემოყვანას. შესაბამის ორგანოებსაც მივმართეთ, მაგრამ ჩვენი პრობლემები არავის აინტერესებს."
ვაკეში გაზის ცენტრალური მილსადენი გადის. ამ მილსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირით მეზობელი სომხური და ქართული სოფლები მარაგდება.
"იმ სოფლების დიდ ნაწილში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გაზი არ არის. საქართველოს გაზით აზერბაიჯანი ამარაგებს, ჩვენ - აზერბაიჯანელები კი აქ გაზის გარეშე დაგვტოვეს," - ამბობს ადილხან იუსუბოვი.
ვაკის საკრებულოს თავმჯდომარე, ბახრამ მურადოვი აცხადებს, რომ სოფლის პრობლემის შესახებ ყველა შესაბამისი ორგანო უკვე ინფორმირებულია:
"პირველ რიგში მეზობელი სოფლების გაზიფიცირების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ იმ სოფლებში უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს. მე ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ ამ პრობლემაზე და ყველა შეხვედრაზე სოფლის გაზიფიცირების საკითხს დღის წესრიგში ვაყენებ. ხელისუფლება საქმის კურსშია და სოფელში გაზის გაყვანის სამუშაოები წელს დაიწყება."
ბუნებრივი აირი არც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში აქვთ.
ილმაზლოელი ვაზი ბაბაევის თქმით, მისი ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილი შეშის შეძენაზე იხარჯება: "ან შეშა უნდა ვიყიდოთ, ან პროდუქტი და ტანსაცმელი. არა გვაქვს გაზი და ასე გამურულები დავდივართ".
ილმაზლოში მცხოვრები რაფიგ ბაბაევი ამბობს, რომ მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას გაზიფიცირების თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მალაჰათ ილმაზოვა იხსენებს, რომ მარნეულის მერიას სოფელში გაზის გაყვანის თხოვნით ბოლოს 2017 წლის 18 აპრილს მიმართეს:
"მარნეულის მერიაში მივედით, წერილიც დავწერეთ, ქართულადაც და აზერბაიჯანულადაც. გვითხრეს, რომ 2017 წლის ზაფხულში გაზი უკვე გვექნებოდა. მას შემდეგ 1 წელი გავიდა, მაგრამ გაზი ისევ არა გვაქვს."
გაზი არც ქეშალოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს აქვს. ქეშალოში დაახლოებით 400-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ერთი ნახევარი გაზით უზრუნველყოფილია, მეორე ნახევარი კი - არა.
ქეშალოელი ადალათ ალიევი ამბობს, რომ ცენტრალური მილსადენიდან სახლებამდე გაზის გაყვანა ფასიანია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ თანხის გადახდის საშუალება არა აქვს:
"გაზი რომ გამოიყვანონ, თანხას ითხოვენ, თითო ოჯახისგან 1 000 ლარს. 1 000 ლარის გადახდის საშუალება არა გვაქვს, ამიტომაც გაზის გარეშე დაგვტოვეს".
ქეშალოში მცხოვრები აბდულა ალიევი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ბევრი გაჭირვებული ოჯახი იძულებულია, საწვავად საბურავები გამოიყენოს:
"ვისაც ძალიან უჭირს, იძულებულია ღუმელში საბურავები დაწვას და სახლი ისე გაათბოს. სოფელში ვისაც გინდათ ჰკითხოთ, არავინ იცის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონის ნომერი. ისინი ჩვენთან არ მოდიან, არ ინტერესდებიან ჩვენი პრობლემებით და არც მათთან კონტაქტის შესაძლებლობა გვაქვს".
რაულ მუფტიევი დასძენს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გაცემული არცერთი დაპირება არ შეასრულა:
"არჩევნების წინ დაგვპირდნენ, რომ გაზსაც გამოიყვანდნენ და გარე განათებასაც გააკეთებდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარე განათების ბოძები მოიტანეს და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში განათება გვექნებოდა. არჩევნები დასრულდა თუ არა, მოვიდნენ და ბოძები წაიღეს".
მარნეულის მერის რწმუნებული ილმაზლოსა და ქეშალოში, ასიფ იუზბაშოვი აცხადებს, რომ ქეშალოში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს:
"გაზის უშუალოდ სახლში შეყვანის სამუშაოებს კერძო კომპანია ასრულებს. არ ვიცი, რა თანხას ითხოვს ეს კომპანია მოსახლეობისგან. ამიერიდან მოვითხოვთ, რომ მოსახლეობამ მათ თანხა მხოლოდ ბანკის მეშვეობით გადაუხადოს. ილმაზლოში გაზიფიცირების სამუშაოები წელს დაიწყება. უკვე გადაწყვეტილია და გაზი ალგეთსა და ამბაროვკაშიც შევა".
ოფიციალური ინფორმაციით, წელს გაზიფიცირების სამუშაოები 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდება და ბუნებრივ აირს, ჯამში კიდევ დაახლოებით 17 517 ოჯახი მიიღებს. ამ სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,5 მილიონი ლარი გამოიყოფა. იმ სოფლებს შორის, რომლებიც წელს ბუნებრივ აირს მიიღებენ, ქვემო ქართლში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული რამდენიმე სოფელიც არის.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები