ისე უნდა გამოხატონ, რომ სხვა ადამიანის უფლებები არ შეზღუდონ - ენძელა მაჭავარიანი 17 მაისზე
"ისე უნდა გამოხატონ, რომ სხვა ადამიანის უფლებები არ შეზღუდონ ამ გამოხატვით", - ასე შეაფასა ქართული ოცნების დეპუტატმა, ენძელა მაჭავარიანმა თანასწორობის მოძრაობის პროტესტი. ამ მოძრაობის აქტივისტებმა ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ 17 მაისს დაგეგმილი აქტივობების გაუქმება გააპროტესტეს.
On.ge-ს კითხვაზე - აქვთ თუ არა მოქალაქეებს უფლება აღნიშნონ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - ენძელა მაჭავარიანი პასუხობს:
"არ მგონია, რომ ამ დღის აღნიშვნას ხელი ეშლება. მე, მაგალითად, ადრეც ვიყავი იმ ავადსახსენებელი 17 მაისის აქციაზე და თვითონ აქციის მომწყობები ცდილობენ პროვოცირებას", - მაჭავარიანმა განმარტა, რომ "ავადსახსენებელი" აქციას შეტაკების გამო უწოდა.
მაჭავარიანის თქმით, არ იცის იმ კონტრაქციის შესახებ, რომლის დროსაც ლგბტ აქტივისტებს კვერცხები ესროლეს. აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ადამიანების მიერ ერთმანეთის მიმართ გამოხატული აგრესია, თუმცა ამბობს, რომ კონტრაქციის მონაწილეებსაც აქვთ გამოხატვის თავისუფლება:
"მათ აქვთ გამოხატვის უფლება, ეს ჩვენ გვიწერია კონსტიტუციაში. მეორე მხარესაც აქვს კონტრაქციის უფლება. თუ ეს ორი აქცია ერთმანეთს ხელს უშლის, ორივე უნდა აღკვეთოს პოლიციამ."
კითხვაზე - რატომ უნდა შეეზღუდოს ლგბტ თემს აქციის გამართვის და გამოხატვის უფლება კონტრაქციის გამო, რომელიც მათი უფლებების შეზღუდვის მოთხოვნით იმართება - მაჭავარიანი პასუხობს:
"არ ვიცი კონტრაქციის მონაწილეებს რა მოთხოვნები აქვთ, მაგრამ მე რაც ვნახე იმ აქციაზე, რამაც აგრესია გამოიწვია მიმაჩნია, რომ ასეთი გამოხატვა არის მიუღებელი. კანონია ამაზე მიღებული. აი, მაგალითად, თქვენ ვერ გამოხვალთ ქუჩაში შიშველი და ვერ გამოხატავთ იმიტომ, რომ ამ დროს ბავშვები მიდიან იქ. რაღაც ჩარჩოში ყოველთვის არის გამოხატვის თავისუფლება."
ენძელა მაჭავარიანი განმარტავს, რომ კონტრაქციის მონაწილეების ინტერესებიც დაცული უნდა იყოს და მათი ჰომოფობიური დამოკიდებულების მიზეზი საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს:
"ჰომოფობია არის შიში. აი, კლაუსტროფობიაც შიშია, როგორც იმ შიშებს ვერ ებრძვი, ეს შინაგანად არის ადამიანში. თუ ვიღაცას რაღაცის ფობია აქვს ვერ დასჯი.
თუ ფობიაზე ვლაპარაკობთ, როგორც დასაძლევ თვისებაზე, ავადმყოფობას არ დავარქმევ ამას, მაგრამ ნებისმიერი ფობია არის ასეთი. ადამიანები, ვისაც აქვს კლაუსტროფობია არ შედიან გვირაბში და ლიფტში. ესეთი ადამიანები არიან, უნდა გავითვალისწინოთ. მათი ფობიები ასეთი რამეების მიმართ ჩვეულებრივია თუ არ ვიმუშავებთ იმაზე, რომ ასე არ იყოს."
საუბრის დასასრულს დეპუტატმა განმარტა, რომ ამ საკითხს სერიოზული განხილვა სჭირდება და ერთი დღის აქციით ეს პრობლემა არ მოგვარდება, ამიტომ აუცილებელია მუშაობა დაპირისპირებულ მხარეებთან:
"მე ამ წუთში ვაკეთებ კომენტარს და არ ვარ მომზადებული, რომ ეს თემა გავარჩიოთ ფილოსოფიურად. თუ თქვენ ეს თემა გაინტერესებთ, მოვემზადები და სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე. აკეთებენ, დიახ, ისე, რომ ზღუდავენ სხვა ადამიანების უფლებებს და ხშირად ხელოვნურად იწვევს იმ აგრესიას, რომელიც საზოგადოებაშია", - განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტთან მომხდარი სიტუაცია და სოფო კილაძის განცხადება 17 მაისის აქციის საკუთარი ნების გამო გაუქმების შესახებ ენძელა მაჭავარიანმა არ შეაფასა. დეპუტატის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ჟურნალისტების მოყოლილ ამბავს ვერ ენდობა, რადგან თავად არ გაუგია. მიუხედავად ამისა მიაჩნია, რომ სოფო კილაძე შეცდომას არ დაუშვებდა:
"მე არ ვიცი კომიტეტის პოზიცია. ვერ შევაფასებ ამ სიტუაციას. მე არ მგონია, რომ ისეთი მაღალი დონის იურისტი, როგორიც სოფო კილაძეა და ისეთი დადებითი ადამიანი, როგორიც ის არის, რამეს ისეთს გააკეთებს, რომ მიუღებელი იყოს ან კანონისთვის და ან საზოგადოებისთვის. კანონი არ არის ყველასთვის სასიამოვნო შესასრულებელი."
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები