სომხეთის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრად პაშინიანის არჩევას თანხმდება
სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრად "ხალხის კანდიდატს", რომელსაც პარლამენტის მესამედი წამოაყენებს. ამ ეტაპზე პრემიერ-მინისტრობის ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციისა და ფრაქცია ელკის ლიდერი, ნიკოლ პაშინიანია.
მმართველი პარტიის განცხადების შემდეგ პაშინიანმა ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ დემონსტრანტებს მიმართა და აქციის დაშლისკენ მოუწოდა. მან, განმარტა, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში პარლამენტში თავისი კანდიდატურის წამოყენებასა და რესპუბლიკური პარტიისგან გარანტიების მიღებაზე იმუშავებს.
"ხვალ ბავშვები სკოლაში წაიყვანეთ. თქვენ კი, ბავშვებო, წადით სკოლაში და ყველა გაკვეთილი ისწავლეთ", - განაცხადა პაშინიანმა.
პირველ მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ, პარლამენტმა ნიკოლ პაშინიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. პაშინიანს მხარი არ დაუჭირა რესპუბლიკურმა პარტიამ, რომელიც პარლამენტში უმრავლესობით არის წარმოდგენილი.
საღამოს, კენჭისყრის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი მოედანზე გავიდა ხალხს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოუწოდა.
პარლამენტი პრემიერ-მინისტრს 8 მაისს აირჩევს. ცნობილია, რომ მმართველი პარტია თავის კანდიდატს არ წამოაყენებს.
სომხეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის ვერ არჩევიდან შვიდ დღეში განმეორებითი არჩევნები ტარდება. პრემიერობის კანდიდატურა მინიმუმ პარლამენტის მესამედმა უნდა წარადგინოს. თუ ქვეყნის პრემიერს პარლამენტი ისევ ვერ აირჩევს, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი თანამდებობიდან 23 აპრილს, 11-დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კარენ კარაპეტიანი გახდა.
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
კომენტარები