სექსუალური სკანდალის გამო, 2018 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა
ნობელის პრემიის კომიტეტმა განაცხადა, რომ 2018 წელს ლიტერატურის დარგში პრემიას არ გასცემს. გადაწყვეტილება შვედეთის კომიტეტის გარშემო არსებული სექსუალური სკანდალის ფონზე მიიღეს. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.
როგორც ცნობილია, გადაწყვეტილება სხვა დარგებს არ შეეხებათ. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემა 2019 წელს განახლდება და ერთდროულად ორი ლაურეატი გამოცხადდება - 2018 და 2019 წლებისთვის.
"შვედეთის აკადემიის კრიზისი ნობელის პრემიაზე უარყოფითად აისახა. ეს გადაწყვეტილება, რომელიც სიტუაციის სერიოზულობას ასახავს, რეპუტაციის შენარჩუნებას დაეხმარება", - ნათქვამია განცხადებაში.
2017 წლის ბოლოს შვედეთის აკადემიამ, რომელიც ლიტერატურის დარგში პრემიის გაცემაზეა პასუხისმგებელი, ინფორმაციის გაჟონვის გამო შიდა გამოძიება დაიწყო.
როგორც შვედური პრესა წერს, საქმეში ეჭვმიტანილი არის 71 წლის ფოტოგრაფი და რეჟისორი ჟან-კლოდ არნო, რომელიც შვედეთის აკადემიის წევრისა და პოეტის, კატარინა ფროსტენსონის ქმარია.
სავარაუდოდ, არნო სისტემატიურად გასცემდა ლიტერატურის დარგში მომავალი ლაურეატების ვინაობას და, ასევე, ამბობდა ვინ იქნებოდა შვედეთის აკადემიის ახალი წევრი. არნო ყველა ბრალდებას უარყოფს.
გარდა ამისა, წინა წლის ნოემბერში 18-მა ქალმა არნო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. როგორც ქალები ამბობენ, შევიწროების რამდენიმე შემთხვევა აკადემიის კუთვნილ შენობებში ხდებოდა. არნო ყველა ბრალდებას უარყოფს.
სექსუალური შევიწროების სკანდალიდან მალევე, აკადემიამ ორგანიზაციიდან კატარინა ფროსტენსონის გარიცხვას კენჭი უყარა. სკანდალი ფონზე 2018 წლის აპრილში აკადემიის მუდმივმა მდივანმა, სარა დანიუსმა თანამდებობა დატოვა.
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის გადაცემა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის გამო 1943 წელს გადაიდო.
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
კომენტარები