პრეზიდენტის ადმინისტრაცია: სოფო კილაძეს შეწყალებასთან დაკავშირებით არ მოუმართავს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს პატიმართა შეწყალების კომისიისთვის წერილობით არ მიუმართავს. ამის შესახებ On.ge-ს მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიღებული დოკუმენტით ირკვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამავე კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ თანამდებობაზე მუშაობის დროს შეწყალების კომისიას 609-ჯერ მიმართა. ბესელია წერილების გაგზავნას თავისი თანამდებობით ხსნიდა.
On.ge-მ საკითხის გადამოწმება სოფო კილაძესთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთხელ ეკა ბესელიას მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ სცადა. ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის სახით გაცემული ინფორმაცია კიდევ ერთხელ დაადასტურეს. სოფო კილაძემ არც სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც პრესსამსახურის საშუალებით სცადა კითხვებზე პასუხის გაცემა.
გამოცემას სოფო კილაძისგან აინტერესებდა:
- რატომ არ არის მისი სახელით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წერილები გაგზავნილი;
- აგზავნიდა თუ არა წერილებს და დაახლოებით რამდენი წერილი აქვს გაგზავნილი.
სოფო კილაძემ შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით ისაუბრა სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან.
"იგივე მაჟორიტარები, იგივე სხვა დეპუტატები არიან ხალხის წარმომადგენლები საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში. ბუნებრივია, სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის შეწყალების საკითხებზე, ისეთ საკითხებზე, რომელიც დეპუტატს თავად, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე არ შეუძლია, რომ გადაწყვიტოს მაინც მიმართავენ მოქალაქეები და დეპუტატი ახდენს შემდეგ ამაზე რეაგირებას", - განუცხადა სოფო კილაძემ რუსთავი 2-ს.
On.ge-მ გუშინ, 3 მაისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მასალა მოამზადა. მიღებული დოკუმენტიდან ირკვეოდა, რომ ეკა ბესელიას გარდა, 2012 წლიდან 2018 წლის მარტის ჩათვლით შეწყალების კომისიას 20-ზე მეტჯერ შეწყალებასთან დაკავშირებით დეპუტატებმა მანანა კობახიძემ (38), გედევან ფოფხაძემ (27), ლაშა თორდიამ (26), ჯონდი ბაღათურიამ (23) და დიმიტრი ლორთქიფანიძემ (22) მიმართეს. იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც მსგავსი შინაარსის წერილები გააგზავნეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოხვდნენ მოქმედი პარლამენტიდან ყველა პარტიის წარმომადგენლები.
ამავე თემაზე: ეკა ბესელიამ შეწყალების კომისიას 600-ზე მეტჯერ მიმართა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები