Washington Times: რუსეთი საქართველოში საბჭოურ მეთოდებს მიმართავს
Washington Times-ში ტოდ ვუდის ანალიტიკური სტატია გამოქვეყნდა, რომელშიც ავტორი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას განიხილავს. გთავაზობთ ტექსტის თარგმანს:
როდესაც 2014 წელს უკრაინაში ახალი მაიდანის მოძრაობა დაიწყო, დასავლელ ლიდერებს თავიდანვე უნდა სცოდნოდათ, რომ რუსეთი იმავე სცენარით იმოქმედებდა, რა სცენარსაც მის მეორე მეზობელთან - საქართველოსთან ავითარებდა.
რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის მიზეზით, რუსეთმა საქართველოს ორ რეგიონში გააღვივა სეპარატიზმი, რითაც საქართველოს არჩევანი აღარ დაუტოვა და ქვეყანა იძულებული იყო 2008 წელს საკუთარი სუვერენიტეტი სამხედრო ძალით დაეცვა.
თბილისის ეს მცდელობა კარგად არ დასრულდა. რუსეთი მის ტერიტორიაზე შეიჭრა და 4 დღეში გაანადგურა ინფრასტრუქტურა და ქართული არმია. რის შემდეგაც თავისი სამხედრო კონტიგენტის რაოდენობა რეგიონში საგრძნობლად გაზარდა. რუსეთი ასეთ მოქმედებას დღემდე განაგრძობს. ცოტა ხნის წინ რუსეთმა თავისივე დაწესებული საზღვარი კიდევ უფრო გადაწია საქართველოს ტერიტორიის შიგნით და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურასა და ნავთობის მილსადენზე მოიპოვა კონტროლი. ზუსტად იგივე სცენა ვნახეთ უკრაინის აღმოსავლეთში - ყირიმში. რუსეთის ძალები მიიწევენ წინ, იქამდე ვიდრე წინააღმდეგობას არ გადააწყდებიან და ცდილობენ საბჭოეთის დროინდელი ტერიტორიები კვლავ მიიერთონ. ფსევდო-საზღვრის დაწესების შემდეგ რუსეთი აგრძელებს რეგიონში მუშაობას, რათა იქ მუდმივი დესტაბილიზაცია იყოს, რაც ქვეყნების NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას უშლის ხელს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გატარებულ რეფორმების მიუხედავად, კრემლი აქტიურად ატარებდა თავის პოლიტიკას საქართველოში, მხარს უჭერდა ოპოზიციას და ხელს უშლიდა დემოკრატიზაციის და ქვეყნის განვითარების პროცესს.
თავის მხრივ NATO მუდმივად ჰპირდება საქართველოს, რომ ალიანსში მიიღებს. ვითარება კი ასეთია: საქართველო ნელ-ნელა უკან-უკან მიდის (ცხადია, რუსეთის "დახმარებით") და საბჭოური პროცესების მორევში, კორუფციასა და სტაგნაციაში იძირება, რაც ქყვეყანას NATO-ს მოთხოვნებისა და სტანდარტებისგან აშორებს.
ქართული წყაროების ცნობით, ობამას ადმინისტრაცია საქართველოს არ ეხმარება და არ უწყობს ხელს ღია და თავისუფალი საზოგადოების შექმნის პროცესში. დემოკრატიული რეფორმები არ შეჩერებულა, თუმცა სტაგნაციაშია, რის გამოც ხელისუფლებაში კვლავ ბრუნდება არაეფექტური ბიუროკრატიები.
ქართული რეფორმები დასავლეთის მხარდაჭერას საჭიროებს, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ბნელ წარსულში დაბრუნება. ამ პროცესს სტრატეგიული მნიშვნელობაც აქვს, საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზეა და NATO-ს სამხრეთელი მოკავშირის, თურქეთის მოსაზღვრე ქვეყანაა.
რეგიონს სტრატეგიულ მნიშვნელობას რუსეთიც ანიჭებს. სომხეთი მოსკოვის მთავარი მოკავშირეა რეგიონში, რომლის ტერიტორიაზეც რუსეთის ჯარებისა და შეიარაღების დიდი ნაწილია განთავსებული. ქართველები რუსეთს არაპროგნოზირებადად თვლიან, ძალად, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რაც მართალია. რუსეთის მიზანი სწორედ ესაა, მუდმივი გაურკვევლობა.
ამ ყველაფრის ფონზე გასაკვირი არ არის, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი საქართველო საბჭოური წარსულისკენ მიიწევს. კანონი შესუსტებულია, კორუფცია იზრდება, ხოლო ეკონომიკა სტაგნაციაშია. ადგილობრივი რეფორმატორების აზრით ქვეყანამ კურსს გადაუხვია.
დროა NATO-მ დაინახოს, როგორ მეთოდურად და დაუღალავად მუშაობს დაკარგული იმპერიის აღდგენაზე. აზერბაიჯანი და ყაზახეთი ასევე კრიზისში არიან.
რუსეთი საქართველოს ტერიტორიის მეხუთედს დე ფაქტო აკონტროლებს. საზღვრის გადაწევა კი ამ მოცულობას კიდევ უფრო გაზრდის.
ადრე აშშ თავისუფლებისა და დემოკრატიის სადარაჯოზე იდგა. ეს დრო უნდა დაბრუნდეს. ამისთვის არაა საჭირო რუსეთთან ომი, მთავარია მტკიცე და ურყევი ლიდერობა - ის რაც ბოლო ორი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში გვაკლდა.
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
კომენტარები