10 დიდი ცვლილება, რომელიც ფეისბუქს კიდევ უფრო საინტერესოს გახდის
როგორც ჩანს, ფეისბუქისთვის კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალი დიდი მოტივატორი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალის პირველ ეტაპზე კომპანიას უამრავი პრობლემა შეექმნა და მისი აქციის ფასებიც მკვეთრად დაეცა. რეპუტაციის აღსადგენად, ფეისბუქი არაერთ ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ფეისბუქის კონფერენციაზე განაცხადა. ცვლილებების უმრავლესობა საინტერესო და მიმზიდველია. გთავაზობთ 11 მთავარ სიახლეს, რომელსაც ფეისბუქი განახორციელებს:
1. ფეისბუქის გაცნობის სერვისი
ფეისბუქი რომანტიკული გაცნობის ბიზნესშიც შემოდის. ამ სერვისის ამუშავების შემდეგ, მომხმარებლებს შეეძლებათ დარეგისტრირდნენ და დაამატონ მათი პროფილი გაცნობის სერვისში. მომხმარებლების ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი მათი ფეისბუქ მეგობრებისთვის.
გაცნობის აპლიკაცია დააგენერირებს თქვენს ინფორმაციას თქვენი აქტივობების მიხედვით და სავარაუდო კანდიდატებს, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობა გამოგივიდოდათ, ასე შეარჩევს. თქვენ გექნებათ მესენჯერისგან გამოყოფილი ინბოქსი მხოლოდ ამგვარი მიმოწერებისთვის.
ტექნოლოგიური სფეროს ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფეისბუქის ეს წამოწყება პოპულარული იქნება და დიდ წინააღმდეგობას გაუწევს ტინდერსა და სხვა მსგავს აპლიკაციებს.
2. ჩეთბოტების აღდგენა
ჩეთბოტების მოყვარულებისთვის კარგი სიახლე გვაქვს. ფეისბუქმა გადაწყვიტა, რომ ამ სერვისის მიწოდება კვლავ აღადგინოს. მოგეხსენებათ, კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალის შემდეგ, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთიშა ყველა ჩეთბოტი, რომელიც მათ სერვერზე მუშაობდა.
3. ისტორიის წაშლა (Clear History)
"ისტორიის წაშლის" ფუნქცია ფეისბუქის მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, რომ წაშალონ ყველა ის აკუმულირებული მონაცემი, რომელიც ფეისბუქმა სხვადასხვა საიტებისგან და აპლიკაციებისგან სარეკლამო პროფილის შესაქმნელად მოიპოვა. შესაბამისად, მომხმარებლები შეძლებენ, რომ წაშალონ ძებნის ისტორია ფეისბუქის მონაცემთა ბაზიდან. ამ სიახლეს მარკ ცუკერბერგი ბრაუზერიდან Cookies-ის წაშლას ადარებს.
4. ინსტაგრამის ვიდეო-ჩატი და ანტი-საბულინგო ფილტრი
ინსტაგრამის პირდაპირი მიმოწერის ფუნქციას ვიდეოჩატიც დაემატება, რაც ინსტაგრამის ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის. ის აღარ იქნება უბრალო აპლიკაცია, სადაც ადამიანები მხოლოდ ისტორიებსა და ფოტოებს ტვირთავენ.
ამასთან ერთად, ინსტაგრამს დაემატება კომენტარების სპეციალური ფილტრი, რომელიც მომხმარებლებს კიბერბულინგისგან დაიცავს. ბოლოს კი, დაიხვეწება საძიებო ფუნქციებიც და ის ინსტაგრამელებს უფრო მეტ რეკომენდაციებსა და პოტენციურ საერთო ნაცნობებს ამოუგდებს.
5. მესენჯერის თარგმნის ფუნქცია
თქვენ კარგად იცით, რომ ფეისბუქის ნიუსფიდზე უცხოენაზე დაწერილი პოსტების ავტომატური თარგმნის ფუნქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ. როგორც ჩანს, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ იგივე შესაძლებლობები მესენჯერში მიმოწერისასაც მოგცეთ. ამის შემდეგ, თუკი მესენჯერში უცხო ენაზე მოგწერენ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ ღილაკზე ერთი თითის დაჭერით თარგმნოთ.
6. ვირტუალური რეალობის მომენტები და 3D ფოტოები
ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგიის პოპულარიზებისთვის,ფეისბუქი აპირებს, რომ მოგცეთ საშუალება შეინახოთ VR გამოცდილების მომენტები და 3D ფოტოები. კომპანია თვლის, რომ ამ ტექნოლოგიას დიდი მომავალი აქვს და მისი პოპულარიზებისთვის ბევრს იმუშავებს.
7. Whatsapp-ის ახალი სტიკერები და ჯგუფური ზარის ფუნქცია
Whatsapp Status-ის სტატისტიკის მიხედვით, აპლიკაციას ყოველდღიურად 450 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს, რაც Snapchat Snap-ის მთლიან მომხმარებლებზე ორჯერ მეტია.
გაუმჯობესებული სტატისტიკის ფონზე, Whatsapp Status-ს ახალი სტიკერები და ჯგუფური ზარის განხორციელების ფუნქცია დაემატა.
8. "ისტორიების" გაზიარება ფეისბუქსა და ინსტაგრამზე სხვა აპლიკაციებიდან
ფეისბუქსა და ინსტაგრამზე "ისტორიების" გაზიარებამ დიდი პოპულარობა მოიპოვა მომხმარებლებში. სწორედ ამიტომ, კომპანია აპირებს, რომ ისეთი აპლიკაციებისგან, როგორიცაა Spotify, SoundCloud, GoPro პირდაპირ იყოს ისტორიების გაზიარება შესაძლებელი.
თუ თქვენ მოგზაურობთ და იღებთ მომენტებს, პარალელურად კი უსმენთ მუსიკას, რომლის გაზიარებაც გსურთ, აღარ მოგიწევთ ბევრი წვალება. ეს ინოვაცია წაახალისებს და ხელს შეუწყობს სამოგზაურო ბლოგებს, მუსიკის აღმოჩენასა და სხვა სფეროებს.
9. ოკულუსის ტელევიზია
კიდევ ერთი დიდი სიახლეა ისიც, რომ ფეისბუქი სპეციალურად ოკულუსისთვის ტელევიზიის შექმნას აპირებს. ცუკერბერგის თქმით, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია არის მომავლის და ადამიანებს სჭირდებათ ამგვარი ტელევიზია.
ოკულუს ტელევიზიას ამჟამად მხოლოდ Facebook Watch-ის მხარდაჭერა აქვს, თუმცა უახლოეს მომავალში ნეტფლიქსისა და ჰულუს დამატებაც იგეგმება.
10. აპლიკაციებზე რევიუების წერა
კემბრიჯ ანალიტიკას სკანდალი სწორედ ერთ-ერთი აპლიკაციით დაიწყო, რომელსაც "thisisyourlife" ერქვა. ამ მაგალითმა კომპანიას ასწავლა, რომ ინტეგრირებულ აპლიკაციებთან უფრო დიდი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, რათა მესამე მხარემ ვერ შეძლოს ფეისბუქის მომხმარებლების ინფორმაციის მოპოვება.
სწორედ ამიტომ, ფეისბუქმა გადაწყვიტა აღადგინოს აპლიკაციებზე მკაცრი შეფასებების სისტემა, რათა თავიდან აირიდოს მოსალოდნელი საფრთხეები მომხმარებლების ინფორმაციასთან დაკავშირებით.
ამ სიახლეების დანერგვა უკვე დაწყებულია და მათი უმრავლესობა მალე იქნება ხელმისაწვდომი.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები