ტეილორ სვიფტი

9 May. 2018, 20:05

რამდენიმე წლის წინ, სოციალურ მედიაში ვიღაცამ გველი მიწოდა და ამან ყურადღება მიიპყრო. შემდეგ ეს აიტაცეს და უამრავი ადამიანი მეძახდა ბევრ სხვა რამეს, ინტერნეტში. ამის გამო, იყო მომენტები, როცა თავს საშინლად ვგრძნობდი. იყო პერიოდები, როცა არ ვიცოდი, ისევ შევძლებდი თუ არა სცენაზე გასვლას. 

მინდოდა გველის სიმბოლოს გამოყენებით თქვენთვის ხმა მომეწვდინა და მეთქვა, რომ თუ ვინმე თქვენი დაჩაგვრის მიზნით სხვადასხვა სიტყვებს იყენებს ინტერნეტში და თუ ამ ადამიანებს სხვებიც უჭერენ მხარს, ამან არ უნდა დაგამარცხოთ, პირიქით, ამან უნდა გაგაძლიეროთ.

და ამ ყველაფერში თუ რამე კარგი იყო, ისაა, რომ მნიშვნელოვანი გაკვეთილი ვისწავლე. ვისწავლე ის, რასაც თითქმის 10 წელია სცენიდან გეუბნებით, მაგრამ საკუთარ თავზე ასე მწარედ არასდროს გამომიცდია.

მე ვფიქრობ, რომ ეს გაკვეთილი იმაზეა, თუ რამდენად აფასებთ თქვენს რეპუტაციას. ამით ის ვისწავლე, რომ არ უნდა იდარდოთ, თუ ის უამრავი ადამიანი ვერ გაგიგებთ, ვინც არ გიცნობთ. მაგრამ იქნებიან ადამიანები, ვინც გაგიგებენ, ვინც დაგინახავენ, როგორც ადამიანს [და არა რეპუტაციას], ასე რომ, მადლობა, მადლობა, მადლობა, რომ ეცადეთ ჩემთვის გაგეგოთ, ეცადეთ ჩემს გვერდით დამდგარიყავით და დაგენახეთ, როგორც ადამიანი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
  2. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ფილმი დაპიქსელებული კადრით
  3. ქვიზი: გაჰყვები ნოას მაგნიტურ მოგზაურობაში?
  4. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი რეჟისორი ფილმით
  5. ქვიზი: როგორ იცნობ AURORA-ს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სპორტული ჟურნალისტების განცხადება: ვგმობთ რუსული კანონის მიღებით, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას

მოკლედ: სპორტული ჟურნალისტები გმობენ, ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღებით ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლას და…