ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი
ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულების ადვოკატებს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი. ამის შესახებ ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ირაკლი ჩუტკერაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
"ძალიან დიდი ემოციური ფონი მოჰყვა ამ ყველაფერს. ამ მტკიცებულების გახმაურება გარკვეულწილად დააზარალებს, მათი აზრით, გამოძიებას. ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის იმიტომ, რომ ხალხმა უნდა იცოდეს, რა მოხდა და როგორ მოხდა," - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატი ნინო ლალიაშვილი ამბობს, რომ არც ერთი ბრალდებული კლუბის ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ.
"საქმის მასალები, მიუხედავად იმისა, რომ ბრალის წარდგენა მოხდა, ჯერჯერობით არ გადმოგვეცა. შესაბამისად, რამდენად დასაბუთებული არის პროკურატურის მოთხოვნა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი, უბრალოდ, შეუძლებელია", - განაცხადა კიდევ ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
12 მაისს, გვიან ღამით კლუბ ბასიანსა და კაფე გალერიში სპეცოპერაცია ჩატარდა. როგორც შსს ამბობს, მათ რვა ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა როგორც ირკვევა არც ერთი ბრალდებული კლუბის ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ.
შსს-ს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, რომ სპეცოპერაცია იმ დროს დაიწყო, როდესაც კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების გასაღება უნდა მომხდარიყო.
უწყების თქმით, ისინი ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებდნენ თბილისში მდებარე კლუბებში. მათივე თქმით, ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად კლუბებში არაერთი საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვა-მოხმარება-გასაღებას გულისხმობს.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები