როგორ ეხმაურებიან დეპუტატები ნარკოპოლიტიკის რეფორმას, რომლის მიღების პირობა შს მინისტრმა დადო
მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტთან შეკრებილ აქტივისტებს პირობა მისცა, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის მიღების პროცესი დაჩქარდება, პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.
უმრავლესობის დეპუტატებს ნაწილი ნარკოპოლიტიკის რეფორმას, რომელიც პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ დაარეგისტრირა, ისევ ეწინააღმდეგება, ნაწილი კი ნარკოპოლიტიკის მხოლოდ კონკრეტული გზებით შემსუბუქების მომხრეა. საპარლამენტო ოპოზიცია იზიარებს ლიბერალური ნარკოპოლიტიკის იდეას და რეფორმის მომხრეა.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგება ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი ზვიად ძიძიგური. ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაბიჯს იწონებს და აღნიშნავს, რომ "ყოველგვარი დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია" და არ უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომელიც ნარკომომხმარებლების რაოდენობას გაზრდის.
"ყველა ნაბიჯი, რომელიც იქნება გადადგმული ნარკორეალიზატორების გამოსავლენად და მათი იზოლირებისთვის, იქნება, მხოლოდ და მხოლოდ, მისასალმებელი", - ამბობს ზვიად ძიძიგური.
პარლამენტარ დიმიტრი ხუნდაძეს მიაჩნია, რომ კანონპროექტი პარლამენტში უნდა განიხილებოდეს და არა ქუჩაში. ხუნდაძე, ასევე, აცხადებს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს ნარკოტიკების პოპულარიზაციის გზით.
"ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, მაგრამ უნდა იყოს სწორი მთავარი მიზანი დასახული, რომ მივიღოთ იმდაგვარი სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ნარკოტიკების რიცხვის შემცირებას და არა - პირიქით, გაზრდას", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ახალგაზრდების უკმაყოფილების ერთ-ერთ მიზეზად რეფორმაზე მუშაობის გაჭიანურებას ასახელებს.
"ბუნებრივია, რომ ახლა ჩენ მოგვიწევს უკვე ძალიან ფორსირებულად და დაჩქარებულად ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მუშაობა",- აცხადებს ქართული ოცნების წევრი.
ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციისა და მსუბუქი მოხმარების ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე. მისი განცხადებით, მინისტრმა მოლაპარაკებები უნდა აწარმოოს არა მხოლოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც შსს-მ დაარბია, არამედ ხალხთანაც, რადგან "ეს მოვლენა ქვეყნის საქმეა".
პარლამენტში საპოლიციო ძალების მხრიდან კანონის დაცვის პრიორიტეტულობაზეც საუბრობენ. ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, ოთარ კახიძის თქმით, ამ მოვლენაში მთავარია პოლიციელთა მხრიდან კანონის დაცვა, ხოლო ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობა მეორეხარისხოვანია.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით 6 წლის განმავლობაში კონკრეტულ ხედვას ვერ სთავაზობს.
"ამასთან დაკავშირებითაც, როგორც ყველა სხვა საკითხზე ისინი არიან არაკომპეტენტურები და არათანმიმდევრულები.",- ამბობს კახიძე.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები