2017 წელს მედიაში 2 ათასამდე ანტიდასავლური განცხდება გავრცელდა - MDF-ის კვლევა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, გასულ წელს 17 მედიასაშუალებაში სულ 1 967 ანტიდასავლური კომენტარი გავრცელდა. წინა ორი წლისგან განსხვავებით, 2017 წელს ადამიანის იდენტობასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნეგატიური გზავნილების ნაცვლად საგარეო თემატიკა ჭარბობდა. ეს შედეგები ტელევიზიის ოთხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების, ხუთი ტოქ-შოუს, შვიდი ონლაინგამოცემისა და ოთხი გაზეთის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.
კვლევის სხვა მიგნებები
- წინა წლებთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია ანტიამერიკული გზავნილები (25,9%), რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი (18,4%) და დასავლეთი (14,1%) მოსდევენ;
- 2016 წელთან შედარებით გაორმაგებულია გზავნილები ევროკავშირის წინააღმდეგ (13,4%), მაშინ, როცა იდენტობის დაკარგვასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ანტიდასავლურ კონტექსტში გაკეთებული კომენტარები (12,9%) თითქმის განახევრებულია;
- არასამთავრობო ორგანიზაციების და ამერიკელი ფილანტროპის ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები 7,3%-ს შეადგენს და 2016 წელთან შედარებით თითქმის გასამმაგებულია, რაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებით და ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს წინააღმდეგ მათ მიერ წარმოებული კამპანიით უნდა იყოს განპირობებული;
- წინა წლებისგან განსხვავებით, ასევე ვხვდებით უფრო მკაფიო შეფასებებს რუსეთის დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩენისა და საბჭოთა კავშირის იდეალიზების მხრივ (7,2%);
- ანტიდასავლური გზავნილების მთავარი წყარო, წინა წლების მსგავსად, მედია (827) იყო, რომელსაც პოლიტიკოსები (463) და საზოგადოება (411) მოსდევენ. შემდეგ ადგილზე არიან საზოგადოებრივი ორგანიზაციები (230) და სასულიერო პირები (37);
- ქართულ დისკურსში კრემლის ნარატივის სტრუქტურა 3-საფეხურიანია და მიზნად ისახავს: 1. საფრთხეების შექმნას; 2. პარტნიორების და დასავლური ინსტიტუტებისადმი უნდობლობის დათესვას; 3. საფრთხეებთან ბრძოლაში რუსეთის უალტერნატივობის და ავტორიტარული/საბჭოური მმართველობის საჭიროების აზრის დამკვიდრებას;
- გამოიკვეთა 4 ძირითადი საფრთხე, რომლის მიმართაც კრემლისტური აქტორები შიშს თესავდნენ. ესენია: ომის საფრთხე, ტერიტორიების დაკარგვის, ბიოდივერსიის, იდენტობის დაკარგვის;
- 144 ყალბი ინფორმაციის გადამოწმებისას გამოვლინდა, რომ მედიასაშუალებები ხშირად იყენებდნენ ფოტო და ვიდეო მანიპულაციებს, სოციალურ მედიას, როგორც ყალბი ინფორმაციის ცალმხრივ წყაროს, ისტორიის ფაბრიკაციას, ლიტერატურული ნაწარმოების/სატირულ-იუმორისტული პუბლიკაციის რეალურ ფაქტად წარმოჩენის მეთოდს, კონსპირაციებს;
- მედიამონიტორინგის შედეგად სულ 33 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ანტიდასავლური გზავნილი გამოვლინდა, რომელთაგან ყველაზე აქტიური ულტრამემარჯვენე გაერთიანება ქართული მარში, გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან დაკავშირებული სახალხო კრება, ევრაზიული ინსტიტუტი, უფლებადამცველთა გაერთიანება, გლობალური კვლევების ცენტრი და სტალინი იყო.
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები