აზერბაიჯანელი ლგბტ თემის წარმომადგენლები საქართველოში თავშესაფარს ეძებენ
სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებსაც აზერბაიჯანში სდევნიან, თავშესაფრის მოძიების მიზნით, როგორც წესი, ევროპის ქვეყნებში ან თურქეთში მიდიან. მათი მცირე ნაწილი საქართველოშიც ჩამოდის. ნარგიზი ერთ-ერთი მათგანია. საქართველოში შეძენილი მეგობრები მას სწორედ ამ სახელით იცნობენ. ნარგიზი 21 წლის ტრანსგენდერი ქალია.
ნარგიზს კაფეში შევხვდით. ის გემოვნებიანი ვარცხნილობით და ჩაცმულობით გამოირჩევა. საუბრისას თავდაჯერებულია. ამბობს, რომ აზერბაიჯანში ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში გახდა, სადაც ის მშობლების გაყრის შემდეგ აღმოჩნდა და სადაც იმის გამო, რომ სხვა აღსაზრდელებისგან განსხვავებული იყო და ხშირად იცვამდა თანატოლი გოგონების ტანსაცმელს, არაერთხელ სცემეს.
თუმცა, როგორც თავად ამბობს, ყველაზე რთული პერიოდი 16 წლის ასაკიდან დაიწყო - მას შემდეგ, რაც მოზარდებისათვის განკუთვნილ საცხოვრებელში გადაიყვანეს და მასზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლაც კიდევ უფრო გაძლიერდა: "მას შემდეგ, რაც დედამ ბავშვთა სახლში დამტოვა, ჩემით აღარ დაინტერესებულა. როდესაც გაიგო, რომ ტრანსგენდერი ვიყავი, მითხრა, რომ მკურნალობა მჭირდებოდა. არ უნდა დაიჯეროს, რომ ტრანსგენდერი ავადმყოფი არ არის. ოჯახის წევრების ჩათვლით, ჩემი არავის ესმის. ვერ შევძელი ამ ხალხის დარწმუნება, რომ ქალად ყოფნა სირცხვილი არ არის".
ნარგიზი ამბობს, რომ დედის მხრიდან მხარდაჭერას ელოდა, თუმცა, უშედეგოდ: "ხანდახან ტელეფონით ვსაუბრობთ. მეუბნება, რომ ჩემს გამო ნათესავების წინაშე თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობს. არ ვიცი, ეს ნათესავები ვინ არიან. მე მათ არ ვიცნობ, რადგან როცა ბავშვთა სახლში ვიყავით, არავინ გვაკითხავდა. როდესაც დედას ველაპარაკები, ის ყოველთვის ტირის. ამის ატანა ძალიან მიჭირს და საუბარს ვწყვეტ ხოლმე. ის ფაქტი, რომ დედას ჩემი საერთოდ არ ესმის, ძალიან მაწუხებს.”
ნარგიზი ამბობს, რომ კონსერვატიულ საზოგადოებაში ცხოვრება ძალიან გაუჭირდა და იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა: “ამდენ ზეწოლას ვეღარ გავუძელი და აზერბაიჯანი დავტოვე. ჯერ თურქეთში წავედი. იქიდან ევროპაში მინდოდა წასვლა, მაგრამ ვიზა არ მომცეს და საქართველოში ჩამოვედი.”
ნარგიზი სამი წელია უკვე, რაც საქართველოში ცხოვრობს და აქ თავშესაფარიც მიიღო. ამბობს, რომ აქ თავს შედარებით დაცულად გრძნობს: "აქაც არსებობს ზეწოლა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც აზერბაიჯანში. ჩემი გარეგნობის და ჩაცმულობის გამო ადამიანები ხშირად მაკვირდებიან. ქუჩაში ვცდილობ თავდახრილმა ვიარო, არავის შევხედო და ყურადღება არ მივიქციო.”
იმისთვის, რომ თავი სრულყოფილ ქალად იგრძნოს, წინ დიდი გზა აქვს გასავლელი: "მჭირდება ჰორმონალური თერაპია და ქირურგიული ოპერაციები. ეს ძალიან ძვირია. ჰორმონალური თერაპიის დაწყებამდე არაერთი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო. ამ ხარჯებს გადავიხდი, მაგრამ ჰორმონალური თერაპიისა და ქირურგიული ოპერაციების ფული როგორ უნდა მოვაგროვო, არ ვიცი".
ნარგიზი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი, საკუთარი თავის და გენდერული იდენტობის დამკვიდრებაა: “ქართული ენა ვისწავლე. ახლა ვიზაჟისტად ვმუშაობ. სექს მუშაკი არ ვარ და არც არასოდეს ვიქნები. მხოლოდ ჩემი ცხოვრების აწყობა მინდა. საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს. აქ ბევრია ისეთი ორგანიზაცია, რომელიც ლგბტ თემის წარმომადგენელთა უფლებებს იცავს. ხშირად ვიკრიბებით მათ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე. ძალიან მინდა, ასეთი პირობები აზერბაიჯანშიც არსებობდეს."
საზოგადოებრივი ორგანიზაცია ILGA-Europe-ის (ორგანიზაცია, რომელიც სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დაცვას აკვირდება) ინფორმაციით, აზერბაიჯანს ევროპის ქვეყნებს შორის სექსუალურ უმცირესობათა დაცულობის მხრივ, რეიტინგში ბოლო, 49-ე ადგილი უკავია. ასეთ დაბალ რეიტინგს რამდენიმე მიზეზი აქვს:
- არ არსებობს LGBT საზოგადოების დამცველი კანონები;
- არ არსებობს თავშესაფარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის;
- ფიქსირდება სამართალდარღვევის შემთხვევები, რომლებიც LGBT საზოგადოების მიმართ ზიზღის ნიადაგზე ხდება.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, 2017 წლის 22 სექტემბერს ჩატარებული ე.წ. რეიდების დროს ბაქოში ლგბტ თემის ათობით წარმომადგენელი დააკავეს, თმა გადაპარსეს და დააჯარიმეს.
დაკავებულთა თქმით, პოლიციელები მათგან მოითხოვდნენ, რომ დაესახდელებინათ მათტვის ნაცნობი სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლების ვინაობა. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არ გამოჩენილიყვნენ და “არ ჩაეცვათ ისე, რომ მათი სექსუალური ორიენტაცია გამჟღავნებულიყო.“ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეიდების ჩატარების ფაქტი დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ საქმე ეხებოდა არა დაპატიმრებას, არამედ მოკლე დროით დაკავებას, რეიდის მიზეზი კი გახდა მოქალაქეთა საჩივრები და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მხრიდან "გარშემო მყოფთა მიმართ უპატივცემულობა".
სტატია მომზადებულია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის" პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები