ლაშა ბუღაძე

16 May. 2018, 12:45

ეს, რასაკვირველია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მიუთითებს საბჭოთა ცენზურის მოდელში დაბრუნებას.

არავის არ აქვს უფლება, არც ერთ ინსტიტუციას, რომ ჩადგეს შემოქმედებით ნაწარმოებსა და მის აღმქმელს, ადამიანს შორის. როდესაც სისტემა, სხვადასხვა მოსაზრებით სასამართლო, პარლამენტის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი სხვა ორგანო გადაწყვეტს, რომ ჩვენ მიგვითითოს რა არის შეურაცხმყოფელი, რომელი ტექსტი, ან რომელი ფილმი, ეს უკვე ნიშნავს ტოტალიტარულ იდეაში დაბრუნებას, რადგან მხოლოდ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში სისტემები იღებდნენ გადაწყვეტილებას რა უნდა ყოფილიყო ადამიანებისთვის მისაღები და რა - არა. ვინ აკეთებს ამ კრიტერიუმებს? კრიტერიუმები არ არსებობს.

მაშინ უნდა ავკრძალოთ "ილიადა" და "ოდისეა", რადგან ეს ორივე პოემა არის ომის ვნებით შეპყრობილი ადამიანების ისტორია, ისინი აღვივებენ ომს, მოუწოდებენ ომისკენ. შექსპირის პოემებიც უნდა გადავყაროთ. ნაბოკოვის "ლოლიტაც", უკაცრავად და პედოფილიაზეა. აკრძალვას უნდა დაექვემდებაროს ჯოვანი ბოკაჩოც, რადგან შეიძლება ვინმემ ჩათვალოს, რომ იქ ბერ-მონზავნების ქილიკია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  2. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ