თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოითხოვს, მოწევა სიგარაბარებსა და სამორინეებშიც აიკრძალოს
თამბაქოს კონტროლის ალიანსი მოითხოვს, მოწევა სამორინეებსა და სიგარაბარებშიც აიკრძალოს. ორგანიზაცია აპირებს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართოს.
ალიანსის დირექტორმა, გიორგი ბახტურიძემ On.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ ამის მიზეზი კონკრეტული პირების მხრიდან კანონისთვის გვერდის ავლის მცდელობაა. მისი თქმით, ალიანსი ამ გამონაკლისის მიღებას არ დაუშვებს:
"სათამაშო ბიზნესის ასოციაცია მოითხოვს, რადგანაც სამორინეში დაშვებულია მოწევა ტოტალიზატორებში და სლოტ კლუბებშიც დავუშვათო. ეს კანონი უკან არ დაიხევს, შეეგუონ ეს ბატონები. პირდაპირ კრიმინალია ეს ბიზნესი და კანონი მათ არ მოერგება."
ბახტურიძე ამბობს, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის მოთხოვნა არის "მხოლოდ სულელური მოსაზრება, რომელსაც პარლამენტი უარყოფს"
"თუ რამე ცვლილება შევა პირიქით - უფრო გამკაცრდება. თუ მოხდება კანონის გადახედვა, მხოლოდ გამკაცრების მიზნით, წინააღმდეგ შემთხვავაში პასუხს აგებს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღების პირი" - განაცხადა მან.
ბახტურიძის თქმით, ისინი პარლამენტს მიმართავენ ინიციატივით სალიცენზიო პირობები გაუუქმდეს სიგარაბარებსაც. On.ge-ს კითხვაზე როგორ წარმოუდგენია ბახტურიძეს სიგარაბარი, რომელშიც მოწევა აკრძალული იქნება, ის პასუხობს:
"სიგარაბარი არ იარსებებს საერთოდ. ვსიო, დამთავრდა, მოწიონ სადაც უნდათ - სახლში ან ქუჩაში. სხვაგან ვეღარსად ვეღარ მოწევენ. ეს არის უკვე ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა."
გიორგი ბახტურიძის თქმით, სიგარაბერისთვის სპეციალური ლიცენზიის შესყიდვის უფლებამ ხალხის დააბნია და უცხო პირები რესტორნების მფლობელებს თაღლითურად სთავაზობენ მოწევის დასაშვებ ლიცენზიას.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის პირველი მაისიდან თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ამოქმედდა ცვლილება რომლის მიხედვითაც, თამბაქოს და ელექტროსიგარეტის მოწევა სხვადასხვა დაწესებულებებში აიკრძალა, მათ შორის ბარებსა და რესტორნებშიც. გამონაკლისისია - სამორინეები და სიგარაბარები.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები