საგარეო უწყება: ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში
ნატო-ს ახალ შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე 2018 წლის ბრიუსელის სამიტის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, კომისიის სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შესაბამისად უნდა აისახოს ბრიუსელის სამიტზე ღია კარის პოლიტიკის კონტექსტში მიღებულ გადაწყვეტილებებში. წევრი ქვეყნების მიერ აღინიშნა, რომ საქართველო არის წარმატებული ასპირანტი ქვეყანა და უკანასკნელი წლების განმავლობაში განხორციელებული რეფორმები კიდევ უფრო აახლოებს ქვეყანას ნატო-ში წევრობასთან.
შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ მოკავშირეებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემოს შესახებ.
"წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ. მოკავშირეებმა შეშფოთება გამოხატეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარების გამო", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამავე განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენელები მიესალმნენ საქართველოს პოლიტიკას რუსეთთან კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით და საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას, "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც მიზნად ისახავს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ თანამემამულეებთან ჩართულობის შემდგომ ამაღლებას.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ნატო განაგრძობს საქართველოს პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის პოლიტიკური და პრაქტიკული ასპექტები იყო.
"მხარეები თანხმდებიან, რომ ამ თვალსაზრისით ალიანსის ძალისხმევაში საქართველოს კონტრიბუცია მნიშვნელოვანია და აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ნატო-საქართველოს თანამშრომლობა იქნება ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი", - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ტექსტში.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმები და შეიარაღებული ძალების სამომავლო განვითარების გეგმები. ხაზი გაესვა ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში ნატო-ს ქმედითი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ასევე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობას.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე აღინიშნა ავღანეთში ალიანსის ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში საქართველოს მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები