მეცნიერებმა შორეულ გალაქტიკაში ჯერჯერობით უძველესი წარმოშობის ჟანგბადი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კოსმოსში ჟანგბადის უძველესი კვალი აღმოაჩინეს, რამაც შესაძლოა ჩვენი წარმოდგენა ვარსკვლავების ჩამოყალიბების პროცესის შესახებ თავდაყირა დააყენოს.
ეს ყველაზე ძველი წარმოშობის ჟანგბადია, რომელიც ოდესმე ტელესკოპით დაგვიფიქსირებია. გალაქტიკა MACS1149-JD1, საიდანაც კვალი მოდიოდა, იმდენად შორსაა, რომ მისი დაკვირვებისას რეალურად "ახალგაზრდა", სულ რაღაც 500 მილიონი წლის სამყაროს ვაკვირდებით. როგორც მსოფლიოს უმძლავრესმა ტელესკოპებმა დააფიქსირეს, წარმოქმნიდან 500 მილიონი წლის შემდეგ გალაქტიკა უკვე სავსე იყო ჩამოყალიბებული ვარსკვლავებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი აფეთქებიდან პირველი ვარსკვლავების გაჩენამდე იმაზე ნაკლები დრო გასულა, ვიდრე გვეგონა. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ აღმოჩენილი ჟანგბადი შეიძლებოდა მხოლოდ უფრო ძველი ვარსკვლავების აფეთქების შედეგად შეიძლებოდა შექმნილიყო. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით დიდი აფეთქებიდან სულ რაღაც 250 მილიონი წლის შემდეგ მომხდარი მოვლენების შედეგს.
დიდი აფეთქების შემდეგ სამყაროში ჟანგბადი არ არსებობდა, სანამ პირველი ვარსკვლავები არ ჩამოყალიბდა. თავდაპირველად სამყარო სავსე იყო წყალბადით, ჰელიუმითა და მცირე რაოდენობის ლითიუმით. ჩვენს ძვლებში არსებული კალციუმი, დნმ-ში არსებული ფოსფორი და სისხლში არსებული რკინა ვარსკვლავთა მთელი თაობების ფორმირება-აფეთქების შედეგია.
MACS1149-JD1-ში ჟანგბადის აღმოჩენა მეცნიერებისთვის მოულოდნელი იყო.
"იმის დადგენა, როდის გაჩნდნენ პირველი ვარსკვლავები, კოსმოლოგიის მთავარი ამოცანაა", - ამბობს ასტროფიზიკოსი რიჩარდ ელისი, ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი და ნაშრომის თანაავტორი, - "ამ აღმოჩენით ერთი ნაბიჯი გადავდგით სამყაროს ისტორიის შესწავლის გზაზე. რაკი ჩვენ ყველანი ვარსკვლავური მასალით ვართ აგებული, შეგვიძლია, ბოლოსდაბოლოს, საკუთარი წარმომავლობა გავიგოთ".
მიუხედავად იმისა, უძველესი ჟანგბადის აღმოჩენამ სამყაროს წარმოქმნის ქრონოლოგია ოდნავ უფრო დააზუსტა, ვარსკვლავთწარმოქმნის პროცესი ჯერაც საიდუმლოებით არის მოცული.
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
კომენტარები