რა აქცევს მამაკაცს მიმზიდველად? მინიშნება: დააკვირდით კიდურებს
მამაკაცი მიმზიდველად შეიძლება ჩაითვალოს ქერა და ხვეული თმის ან ლამაზი პიჯაკის გამო. თუმცა, თუ ჩაცმულობასა და ვარცხნილობას არ გავითვალისწინებთ და ახალ კვლევას დავუჯერებთ, არსებობს ერთი განსაკუთრებული მახასიათებელი - მამაკაცის მიმზიდველობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად პროპორციული მისი სხეული, განსაკუთრებით კი მისი ფეხები.
ქალები უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს, რომელთა ფეხების სიგრძეც მთლიანი სხეულის დაახლოებით ნახევარს შეადგენს. წინა კვლევების მიხედვით, ეს ქალის მიერ ჯანმრთელი მამაკაცის არჩევის სურვილის ევოლუციური შედეგია. მაგალითად, ძალიან მოკლე ფეხები შეიძლება მეორე ტიპის დიაბეტთან იყოს დაკავშირებული. ამის მსგავსად, სხვა პროპორციებიც - ხელის სიგრძე სხეულის სიგრძესთან შეფარდებით, ან რამდენად ზუსტად ჰყოფს იდაყვი ან მუხლი კიდურს - შეიძლება ბევრს ამბობდეს ადამიანის ჯანმრთელობაზე.
აქვს თუ არა ამ მახასიათებლებს გავლენა ქალის არჩევანზე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, მკვლევარებმა შეაგროვეს აშშ-ს სამხედრო სამსახურში მყოფ 9000-მდე მამაკაცის სხეულის პროპორციები და ამ შედეგებით შექმნეს მამაკაცის სხეულის კომპიუტერულად გენერირებული მოდელი (მთავარი ფოტო). მეცნიერებმა განსხვავებული მოდელების მკლავებისა და ფეხების სიგრძეები ოდნავ გაზარდეს და შეამოკლეს. შემდეგ კი 800 ჰეტეროსექსუალ ამერიკელ ქალბატონს თითოეული მოდელი შეაფასებინეს.
მკვლევართა ჯგუფს თუ დავუჯერებთ, მამაკაცის ხელების სიგრძისა და მისი სიმაღლის შეფარდებას დიდი გავლენა არ ჰქონია შედეგებზე. არც იმას, თუ რამდენად პროპორციულ ნაწილებად ჰყოფენ მუხლი და იდაყვი მამაკაცის კიდურს. თუმცა, ქალბატონები ყურადღებას აქცევდნენ ისეთ შემთხვევებს, სადაც მოდელის ფეხის სიგრძე მოდელის სიმაღლის ნახევართან შედარებით მოკლე იყო და მათ ეს არ მოსწონდათ.
კვლევა ორიენტირებული იყო აშშ-ს მოსახლეობაზე და არ ითვალისწინებდა ჰომოსექსუალი მამაკაცების გემოვნებას. ამ მხრივ კვლევა ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგვცემს იმის შესახებ, თუ რამდენად მიმზიდველია მამაკაცი განსხვავებული ეროვნების ქალებისა თუ ჰომოსექსუალი მამაკაცებისათვის, თუმცა, კვლევის შედეგების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის მიმზიდველობაზე პროპორციები ნამდვილად ახდენს გავლენას.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები