#მოდიღამემუზეუმში - 19 მაისს მუზეუმების კარი გვიან ღამით ყველასათვის ღია იქნება
#მოდიღამემუზეუმში - 19 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმი კამპანიას "ღამე მუზეუმში" უერთდება.
ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები, ექსკურსიები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის. ამ დროის განმავლობაში უზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია.
აქციას "ღამე მუზეუმში" - საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის "ღამე მუზეუმში" ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.
პროგრამა:
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
- 21:00 - 00:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება.
- 21:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები მუზეუმის ფოიეში.
- 21:00 - 23:30 - მუსიკალური ნომრები:
- ფოიე - 21:00-21:30 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - ნიჭიერთა ათწლედის უმცროსკლასელთა გუნდი;
- მუზეუმის გარეთ, რუსთაველის მხრიდან - 21:30-21:50 - ფოლკლორული ანსამბლი ერქვანი კახაბერ შაქიშვილის ხელმძღვანელობით;
- ფოიე - 21:50-22:30 - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლონეთა ანსამბლი სი-მი ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით;
- ეზო - 22:30-22:50 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - ნიჭიერთა ათწლედის გიტარისტთა ანსამბლი;
- ეზო - 22:50-23:30 - ქართული ცეკვის ანსამბლი ეგრისი გიორგი ფალიაშვილის ხელმძღვანელობით.
- 22:00 - 23:00 - კოსტიუმირებული პერფორმანსი - აღმოსავლური გამოფენის, ანტიკური ხანისა და ქართული კოსტიუმის ექსპოზიციების მიხედვით.
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
- 21:00 - 01:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება.
- 22:00 და 24:00 საათებზე - ექსკურსია გიდის თანხლებით.
- 21:30 - 23:00 - მუსიკალური ნომრები.
- 21:00 - საჯარო ლექცია ზურაბ (პიკო) ნიჟარაძის გამოფენის ფარგლებში (მომხსენებელი ნინო ხუნდაძე).
- 22:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები.
იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა
- 21:00 - 01:00 - შენობის ისტორიული ნაწილებისა და მუდმივი გამოფენის დათვალიერება; "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ფრანგი ფოტოგრაფის, ანრი კარტიე-ბრესონის, ამერიკელი და გერმანელი ფოტოგრაფების - თომას დამენის, მაინრად შადეს, ვანესა უინშოპის, გეორგ გეორგიუს და ეან გრარუპის ნამუშევრების გამოფენა;
- 20:00 - ქეთი კაპანაძის გამოფენის გახსნა - "8 წუთი";
- 22:00 - 24:00 - საუბარი დამთვალიერებლებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის თემაზე: "რა არის ჩემთვის თანამედროვე მუზეუმი".
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი
- 21:00 - 00:00 - მუზეუმის დათვალიერება;
- 21:00 - 23:00 - კამერული მუსიკის კონცერტი - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედი მევიოლინეთა ანსამბლი და ტრიო - შესრულდება კლასიკური, რომანტიზმისა და თანამედროვე პერიოდის ნაწარმოებები.
სიღნაღის მუზეუმი
- 21:00 - 01:00 - მუზეუმის დათვალიერება;
- 21:00 - ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი;
- 21:15 - შემეცნებითი ვიქტორინა (ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის ირგვლივ);
- 22:00 - პოეზიის საღამო.
სვანეთის მუზეუმი
- 21:00 - 01:00 - მუზეუმის დათვალიერება;
- 21:00 - გამოფენის გახსნა: "MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური" (რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017) ;
- 21:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
ივ. ჯავახიშვილის სახ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი
- 20:00 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა, პედაგოგთა და მოწვეულ სტუმართა შეკრება. მოსწავლეები წარმოადგენენ;
- ციტატებს "ვეფხისტყაოსნიდან";
- ცნობებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ;
- წაიკითხავენ ლექსებს;
- შეასრულებენ სიმღერებს.
- 21:00 - 01:00 - სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება;
- 21:00 - სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები