კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ - რას ფიქრობენ საქართველოში მცხოვრები მუსლიმები
ფრაქცია საქართველოს პატრიოტების წევრის, ემზარ კვიციანის საკონმდებლო ინიციატივის თანახმად, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა შესაძლოა, დასჯადი გახდეს. კანონპროექტის მიხედვით, რელიგიური სიწმინდეების, ორგანიზაციების, ღვთისმსახურების ან მორწმუნეების მიმართ საჯაროდ სიძულვილის გამოხატვა ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით უნდა ისჯებოდეს. ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობენ კანონპროექტზე საქართველოში მცხოვრები მუსლიმები?
სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი ამბობს, რომ კანონპროექტი საქართველოს საპატრიარქოზეა მორგებული. გარდა ამისა, მისი მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანის გამოხატვის უფლება შეიზღუდოს:
"ჩემი აზრით, პარლამენტში ამ კანონპროექტის წარდგენის მთავარი მიზანი მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი წარმომადგენლების დაცვაა. თუ კანონპროექტს ამ სახით მიიღებენ, ადამიანის გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდება. ჩვენ ერთხელ უკვე გავაპროტესტეთ ეს საკანონმდებლო ინიციატივა. თუ განხილვა და დისკუსიები ისევ გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პროტესტს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანმა თავისუფლად გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. სასულიერო პირებიც მზად უნდა იყვნენ კრიტიკისთვის. ჩვენ თავისუფლების მხარეს ვართ."
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი კი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მხარს უჭერს ამ კანონპროექტის მიღებას:
"ყველას აქვს კრიტიკის უფლება, მაგრამ არა შეურაცხყოფის. მაგალითად, ქრისტიანებს სწამთ, რომ იესო არის ძე ღვთისა. ჩვენ - მუსლიმებიც ვაღიარებთ იესოს წმინდანად, მაგრამ არ ვეთანხმებით იმას, რომ ის ღმერთის შვილია და ამ მოსაზრებას ვაკრიტიკებთ. შესაძლო და დასაშვებია, რომ ქრისტიანები და სხვა რელიგიის მიმდევრები აკრიტიკებდნენ ისლამთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხს. თუმცა, მიუღებელია რელიგიური სიმბოლოებისა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ კანონის მიღებას."
რამინ იგიდოვი მიიჩნევს, რომ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ის რელიგიურ უმცირესობებსაც დაიცავს:
"კანონპროექტი, შესაძლოა, ქრისტიანული ეკლესიის დაცვის მიზნით შეიქმნა, რადგან საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ქრისტიანია. მაგრამ, კანონი კანონია. ის ყველამ უნდა დაიცვას და თუ ამ კანონს მიიღებენ, ის მუსლიმებსა და სხვა რელიგიურ უმცირესობებზეც გავრცელდება."
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ღავთაძე მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის" სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მისი მიღების შემთხვევაში, ზიანს მიაყენებს გამოხატვის თავისუფლებას:
"სახელმწიფო ვერ დაადგენს ობიექტურ კრიტერიუმებს და ვერ შეაფასებს, რა შეიძლება იყოს რელიგიური გრძნობა და მისი შეურაცხყოფა. როგორც საქართველოს საკონსტიტუციო, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ განსხვავებული და კრიტიკული, მათ შორის შეურაცხმყოფელი და შოკისმომგვრელი აზრიც, რომელიც შეიძლება მიუღებელი იყოს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. თუკი კანონმდებლობაში მსგავსი ნორმები იარსებებს, ეს იქნება სახელმწიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტი, უხეშად ჩაერიოს გამოხატვის თავისუფლებაში და ჩაახშოს კრიტიკული აზრი. ეს კი წინააღმდეგობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან, ზიანი მიადგება დემოკრატიის ხარისხს და პლურალიზმს საქართველოში."
საქართველოს პარლამენტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობის გამკაცრების თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას უკვე მესამედ იხილავს. მსგავსი ინიციატივით პარლამენტს 2013 წელს შს სამინისტრომ მიმართა, 2016 წელს კი მმართველი პარტიის - ქართული ოცნების წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა. ორივე შემთხვევაში ინიციატივის წინააღმდეგ გამოვიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველი. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგია სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო და მასში გაერთიანებული 18 რელიგიური გაერთიანებაც. მათი აზრით, მსგავსი რეგულაციები ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - "ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის" ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები