ბიზნესომბუდსმენი სპეცოპერაციაზე: არ მაქვს საფუძველი შსს-ს არ ვენდო, კლუბებში შესვლის მიზეზი გასაგებია
ბიზნესომბუდსმენ ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კლუბ ბასიანსა და კაფე გალერის საქმეში ჩართული არ არის და მისთვის მისაღებია საფუძველი, რომლის გამოც შინაგან საქმეთა სამინისტრო კლუბებში შევიდა. ამის შესახებ მან On.ge-ს განუცხადა.
მანამდე ლექვინაძე ნეტგაზეთთან საუბარში აღნიშნავდა, რომ ბასიანზე სამართალდამცავები ნარკორეალიზაციის საქმეზე შევიდნენ და არა - მათი საქმიანობის შესაჩერებლად.
On.ge-ს კითხვაზე - რატომ აფასებს ის ბასიანის საქმიანობას ნარკობიზნესად - ლექვინაძე პასუხობს:
"ნარკობიზნესს არ დავუჭერთ მხარს არასდროს, იმიტომ რომ კანონგარეშე ბიზნესია. ზოგადად ბასიანი, როგორც კლუბი და ის ბიზნესი, რაც კანონის ჩარჩოში ხდება ბუნებრივია ასეთი ბიზნესი უნდა არსებობდეს და ასეთი ტიპის ბიზნესინტერესებს ჩვენ დავიცავთ, რა თქმა უნდა. საფუძველი, რის გამოც შევიდნენ კლუბში ეს ჩვენთვის გასაგებია".
მისი თქმით, ახლა, როცა გამოძიება ჯერ დამთავრებული არ არის, უჭირს საუბარი სწორად წარიმართა თუ არა ამ საქმეზე პროცესები.
"მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომელიც ითხოვს გარკვეულ დროს. რა თქმა უნდა, რაც მალე გაიხსნება კლუბი ეს არის კარგი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მალე დაასრულებს საგამოძიებო სამუშაოებს შსს ეს ბიზნესისთვის იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი, იმ ბიზნესისთვის, რომელიც რჩება კანონის ჩარჩოში", - ამბობს ის.
ლექვინაძის განმარტებით, საქმეში ჩართული არ არის რადგან, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ბიზნესის წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე ან რეზონანსულ ფაქტების დროს ერთვება, მაგრამ მხოლოდ მონიტორინგით შემოიფარგლება. ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ პროცესებს თვალს ადევნებს და თუ კლუბები მიმართავენ კანონის ჩარჩოში შეზღუდულ უფლებებზე მათ დახმარებას გაუწევს.
სპეცოპერაცია გალერისა და ბასიანზე
11 მაისის ღამეს თბილისის ღამის კლუბებში ბასიანსა და გალერიში სპეცრაზმი ერთდროულად შევიდა. კლუბები დაატოვებინეს ყველა სტუმარს ისე, რომ პირადი ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცეს და მიზეზი არ განუმარტეს.
როგორც მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ამბობდა, ბასიანსა და გალერიში ნარკოტიკული საშუალებები იყიდებოდა და პოლიციის მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება ლეგიტიმური იყო. მისივე განმარტებით, პოლიცია მოქმედებდა კანონის ჩარჩოებში.
როგორც მოგვიანებით, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, 12 მაისს კლუბებში სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორთა დასაკავებლად არ ჩატარებულა. მისივე თქმით, მათი მიზანი რეალიზატორებსა და კლუბის ინფრასტრუქტურას შორის კავშირის დადგენა იყო.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები