რამდენად გამოდგება ჩვენი სხეული მარსზე ბავშვის გასაჩენად?
ბავშვის ყოლა დედამიწაზეც კი არაა ყოველთვის სახალისო (მოიძიეთ: გულისრევა, ფეხების შეშუპება და მშობიარობის პროცესი).
პოლონეთში არსებული ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ჟურნალ Future-ში ახალი სტატია გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, მარსზე ბავშვის გაჩენა შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენს დნმ-ს არ შევცვლით.
პირველ რიგში, განვიხილოთ წითელ პლანეტაზე წარმატებული გამრავლებისათვის ორი ძირითადი დაბრკოლება: რადიაცია და მიკროგრავიტაცია.
მარსის ატმოსფერო იმდენად თხელია, რომ კოსმოსური რადიაცია მის ზედაპირზე მყოფ ნებისმიერ ადამიანს (ან ადამიანის ჩანასახს) სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს რადიაცია ადამიანებზე მოგზაურობის განმავლობაშიც იმოქმედებს, რამაც შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას მათი გამრავლების უნარს. "ცნობილია, რომ რადიაცია განსაკუთრებით აზარალებს რეპროდუქციული დანიშნულების უჯრედებს. სწორედ ესაა ასტრონომების ჯანმრთელობისათვის უმთავრეს ზიანად მიჩნეული" - წერენ მკვლევარები.
მარსამდე მგზავრობისა და მარსზე ყოფნის განმავლობაში მიკროგრავიტაციაც მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენ უკვე ვიცით, რომ იგი ძვლის მასის დაქვეითებასა და თვალებსა და ხერხემლის ტვინში სითხის რაოდენობას ცვლას იწვევს.
ასევე კოსმოსური მგზავრობით გამოწვეული პოტენციური სამედიცინო პრობლემებია: იმუნური სისტემის დაქვეითება, ცვლილებები ნერვულ სისტემაში და სმენის დაკარგვა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ადამიანი მარსზე ბავშვების "გამოსაჩეკად" იდეალურ ფორმაშია.
მაშინ რა უნდა ქნან ადამიანებმა, რომლებიც მარსზე იცხოვრებენ და ოჯახის შექმნა მოუნდებათ? მათ სავარაუდოდ საკუთარი დნმ-ს შეცვლა მოუწევთ, რითაც ცოტა უფრო ნაკლებად ადამიანურები გახდებიან.
მკვლევარები სტატიაში საუბრობენ CRISPR ტექნოლოგიის გამოყენებაზე იმისათვის, რომ ადამიანებმა გადალახონ მარსთან დაკავშირებული რეპროდუქციული პრობლემები. ამ ტექნოლოგიის გამოყენება თავისთავად გამოიწვევს "ჰომო საპიენსის" შეცვლასა და ადამიანის "ახალი სახეობის" შექმნას. ეს სრულიად ახალ ეთიკურ პრობლემებს აჩენს, რომლებთან გამკლავებისათვის საკმარისზე მეტი დრო გვაქვს.
ცხადია, მარსზე გამრავლების შესაძლებლობა ხვალვე არ დაგვიდგება. ამ ცვლილებებით გამოწვეული შედეგების კვლევისათვის საკმარისზე მეტი დრო გვაქვს და მკვლევარებიც სწორედ ამ გამოსავალს გვთავაზობენ.
მეცნიერების აზრით, შემცირებული გრავიტაციის გავლენის შესწავლა ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ უჯრედებზე, ორსულობასა და მშობიარობაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერჯერობით კი, მარსის წარმატებით კოლონიზაციამდე დრო კიდევ გვაქვს. რა თქმა უნდა, კოსმოსში გამრავლებისთვის მზადება აუცილებლად მოგვიწევს, მაგრამ, პირველ რიგში, ხალხი მარსზე მშვიდობით უნდა ჩავიყვანოთ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები